ესე ჭანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ესე ჭანიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1908
წარმოშობა გურია
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ესე ჭანიშვილი (დ. 1908 — გ. ) — ქართველი მომღერალი და ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესე თომას ძე ჭანიშვილი დაიბადა 1908 წელს. სიმღერა დაიწყო 1921 წელს, შემოქმედის შვიდწლიან სკოლაში, ნიჟა ლომინაძის გუნდში. 1922 წელს სკოლაში გალობის მასწავლებლად დაინიშნა ვარლამ სიმონიშვილი, რომელმაც ხელი შეუწყო ესეს ნიჭის გამოვლენას. 1930-31 წლებში იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი მახარაძის რაიონის ეთნოგრაფიული გუნდის შექმნისა. 1934 წელს გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე. 1936 წელს იყო წევრი 17 კაციანი გუნდისა, რომელმაც სიმონიშვილის ხელმძღვანელობით გამართა კონცერტები მოსკოვში. ამ გუნდს 1951 წლიდან სათავეში ჩაუდგა ესე ჭანიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ჭანუყვაძე, „ბავშვობიდანვე დაყვა სიმღერის სიყვარული“ // „ლენინის დროშა“ N114, გვ.3 — 1961 წ.