შინაარსზე გადასვლა

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) — ეკონომიკური სტატისტიკის წარმოების, ეკონომიკურ-სტატისტიკური და საერთაშორისო შედარებითი ანალიზის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის გაერთიანების კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტი.[1] პირველი საერთაშორისო სტანდარტი გამოქვეყნდა 1953 წელს.[2] ის გადაისინჯა 1968, 1993 და 2008 წლებში.[3] ეროვულ ანგარიშთა სისტემას, საკუთარი არაერთ კონკრეტულ ქვეყანაზე მორგებული ვერსიით, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო გამოიყენებს.

საფუძველი, საგანი, მიზანი და ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნულ ანგარიშიანობას საფუძვლად უდევს ეროვნული შემოსავლის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების პროცესი ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების განსაზღვრული კანონზომიერებისა და სტრუქტურის ფარგლებში. ეას-ში ხდება ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე მიღებული აღრიცხვის (ოპერატიული, საბუღალტრო, საბანკო, სტატისტიკა) მონაცემების შეჯამება მთელი ეკონომიკის მასშტაბით.[4] ეას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტულ სტატისტიკურ მეთოდოლოგიას, შესაბამისად, მისი გამოყენებით მიიღწევა ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკაში ინფორმაციის მოპოვების ხერხებისა და ეკონომიკური საქმიანობისა და მისი შედეგების აღრიცხვის მეთოდების ერთიანობა, რაც განაპირობებს ყველა ქვეყნის მაჩვენებელთა შესადარისობას და მნიშვნელოვნად ამარტივებს საერთაშორისო შედარებების მექანიზმსა და საიმედოობას მსოფლიოს მასშტაბით.[4]

  • ეროვნულ ანგარიშთა სისტემის საგანს წარმოადგენს კონკრეტული ქვეყნის შიდა ეკონომიკისა და „დანარჩენი მსოფლიოსათვის“ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შედგენის მეთოდოლოგია (მოიცავს ანგარიშების აგების პრინციპებისა და მეთოდების, მათი არსის, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მაჩვენებელების, მათი ურთიერთკავშირისა და გაანგარიშების მეთოდების, სექტორული ანგარიშების დანიშნულებისა და შედგენის თავისებურებების გაშუქებას).
  • ეროვნული ანგარიშიანობის მიზანია იმ მაკროეკონომიკური პროცესებისა და მათი შედეგების რაოდენობრივი დახასიათება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, შემოსავლების წარმოქმნასთან, განაწილებასთან, გადანაწილებასა და მოხმარებასთან, საერთაშორისო ეკონომიკურ საქმიანობასთან.
  • ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესწავლის ობიექტია ქვეყნისა და მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკა, სექტორები, საქმიანობის სფეროები, ცალკეული ეკონომიკური პროცესები.

ძირითადი ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნულ ანგარიშთა სიტემის ძირითადი ამოცანებია:

  1. საერთაშორისო სტატისტიკურ პრაქტიკაში მიღებული ცნებებისა და კატეგორიების გამოყენება ეკონომიკის დახასიათებისათვის;
  2. ეას-ში გამოყენებული ძირითადი კლასიფიკაციებისა და დაჯგუფებების განხილვა;
  3. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სისტემისა და მათი გაანგარიშების მეთოდების გაშუქება;
  4. ეას-ის შედგენის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდოლოგიის დაუფლება;
  5. ცალკეული ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიის შესწავლა;
  6. ეროვნული სიმდიდრის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესწავლა;
  7. ეას-ის ანალიზის ძირითადი მიმართულებებისა და მეთოდების განხილვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა, ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის“ მარინე მინდორაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა, 2018
  • CEC, IMF, OECD, UN & World Bank “System of National Accounts 1993”. Commission of the European Communities-Eurostat, International Monetary Fund, Organisation for Economic Co-operation and Development, United Nations and World Bank, Brussels/Luxembourg, New York, Paris, Washington, 1993, xlix + 711 pp.
  • EC, IMF, OECD, UN & World Bank “System of National Accounts 2008”. European Commission, International Monetary Fund, Organisation for Economic Co-operation and Development, United Nations and World Bank, New York, Dec. 2009, 1993, lvi + 662 pp.
  • Carol S. Carson, Jeanette Honsa, "The United Nations System of National Accounts: an introduction", in: Survey of Current Business, June 1990 [2] დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
  • *Paul Studenski, The Income of Nations; Theory, Measurement, and Analysis: Past and Present. New York: New York University Press, 1958.
  • Zoltan Kenessey (Ed.), The Accounts of Nations, Amsterdam IOS, 1994.
  • Andre Vanoli, A History of National Accounting, IOS Press, Amsterdam, 2005
  • United Nations Statistics Division (UNSD) “National Accounts".
  • The Review of Income and Wealth [3]
  1. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 4
  2. United Nations, 1953, A System of National Accounts and Supporting Tables, Studies in Methods, Series F No 2 Rev. 1, New York
  3. Statistics Division, UN Department of Economic and Social Affairs, "Historic Versions of the System of National Accounts" webpage.[1] For a brief historical summary of the revisions, see e.g. the relevant section in the manuals System of National Accounts 1993 and System of National Accounts 2008.
  4. 4.0 4.1 „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა, ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის“, მარინე მინდორაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა, 2018