შინაარსზე გადასვლა

ერმიტაჟის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერმიტაჟის ხიდი
Эрмитажный мост
კოორდინატები 59°56′34″N 30°19′01″E / 59.942681° ჩ. გ. 30.316833° ა. გ. / 59.942681; 30.316833
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი, გასახსნელი
სიგრძე 22,1 მ
სიგანე 15,2 მ
გახსნის თარიღი 1720
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810695002

ერმიტაჟის ხიდი (რუს. Эрмитажный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში, ზამთრის არხზე. ერთმანეთთან აკავშირებს პირველ და მეორე ადმირალტეიტის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 22,1 მეტრი, სიგანე - 15,2 მ. ერმიტაჟის ხიდი არის უძველესი ქვის ხიდი სანქტ-პეტერბურგში.

მდებარეობს სასახლის სანაპიროს ხაზზე ერმიტაჟის თეატრისა და დიდ ერმიტაჟს შორის.

უახლოესი მეტროსადგურია „ადმირალტეისკაია“, „ნევის პროსპექტი“ და „გოსტინი-დვორი“.

პირველი ხის ზურგიანი (გასახსნელი) ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1718-1720 წლებში, მალევე მას შემდეგ, რაც გაიყვანეს არხი პეტრე I-ის ზამთრის სასახლესთან[1]. ხიდის პროექტი შეადგინა ჰერმან ვან ბოლესმა[2]. ხიდი იყო კოჭებიანი და სამმალიანი. შუა გასახსნელი მალა შედგებოდა ორი ფირფიტისაგან[3]. საუკუნენახევრის განმავლობაში ხდებოდა ხიდის დროდადრო გადაკეთება. ქვის ხიდი ააშენეს 1763-1766 წლებში და გახდა ქალაქში პირველი ქვის ხიდი.

1934 წელს ხიდის აგურის ჭერი შეიცვალა რკინაბეტონით. ერმიტაჟის ხიდის გადაკეთების პროექტი შეიმუშავა „Ленмосттрест“-ის ინჟინერმა არიადნა საპარშტეინმა და არქიტექტორმა კ. დმიტრიევმა.

დაახლოებით 1950 წელს რეკონსტრუქციის პერიოდში აღადგინეს პანდუსების არქიტექტურული დეკორი.

ხიდი ამჟამად ერთმალიანი და თაღიანია, საყრდენები მოპირკეთებულია გრანიტის ფილებით. მოაჯირებად გამოყენებულია გრანიტის ყრუ პარაპეტები. ხიდის ტროუტუარებს აქვთ საფეხურები.

ხიდი გამოყენებულია რამდენიმე ცნობილი რუსი მხატვრის ნახატებში.

  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Петров А. Н. Памятники архитектуры Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1972. — 498 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 446. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 312. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 138. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Петров 1972.
  2. Повесть о ленинградских мостах 1971.
  3. Мосты Ленинграда 1986.