დევიდ სუშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დევიდ სუშე
David Suchet.jpg
სუშე 2006 წელს
მშობლიური სახელი David Suchet
დაბადების სახელი დევიდ კორტნი სუშე[1][2]
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1942 (1942-05-02) (79 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1970-დღემდე
მეუღლე(ები) შელა ფერისი (იქ. 1976)
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი

სერ დევიდ კორტნი სუშე (ინგლ. Sir David Courtney Suchet; დ. 2 მაისი, 1942, ლონდონი) — ბრიტანელი კინოსა და თეატრის მსახიობი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა ერკიულ პუაროს როლის შესრულებით ბრიტანულ ტელესერიალში „აგათა კრისტის პუარო“, რისთვისაც 1991 წელს მიიღო „BAFTA-ს ნომინაცია.[3][4]

დაიბადა 1942 წლის 2 მაისს ლონდონში,[5] ექიმ ჯეკ სუშესა და მსახიობ ჯოან პატრისიას ოჯახში. 1971 წელს დაამთავრა ლონდონის მუსიკალური და დრამატული ხელოვნების აკადემია. 1970 წელს პირველად ითამაშა ბრიტანულ ტელესერიალში „The Mating Machine“. 1973 წლიდან მოღვაწეობს თეატრში. მისი დებიუტი კინოში შედგა 1980 წელს.

1985 წელს გადაეცა სამეფო სატელევიზიო საზოგადოების ჯილდო. 2002 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრის, ხოლო 2008 წელს — კომანდორის წოდება. 2020 წელს ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის დაბადების დღის აღნიშვნის ცერემონიაზე დევიდ სუშე ბაკალავრ-რაინდად ეკურთხა.[6][7]

1976 წლიდან დაქორწინებულია შელა ფერისზე. ჰყავთ ორი შვილი. მისი უფროსი ძმა — ჯონ სუშე ცნობილი ტელეჟურნალისტია, უმცროსი ძმა, პიტერი — ექიმი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევიდ სუშე და ჯეფრი ვანსელი, „პორიე და მე“. Headline Book Publishing, 7 ნოემბერი, 2013 (ბრიტ.), 1 ოქტომბერი, 2014 (აშშ). ISBN 0-75-536422-8 ISBN 978-0-755-36422-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. England & Wales, Civil Registration Birth Index, 1916–2007
  2. Sir David Courtney SUCHET - Personal Appointments (free information from Companies House) en. Companies House. ციტირების თარიღი: 5 April 2020.
  3. "The Actor Behind Popular 'Poirot", The Christian Science Monitor, 25 March 1992.
  4. "Inside the mind of a media monster". Yorkshire Post. 27 April 2007.
  5. David Suchet profile at. FilmReference.com. ციტირების თარიღი: 19 September 2010.
  6. „No. 59647“. The London Gazette (Supplement): 8. 31 December 2010.
  7. „Birthday Honours 2020: Marcus Rashford and Joe Wicks honoured alongside key workers“. BBC News. 10 October 2020. ციტირების თარიღი: 10 October 2020.