შინაარსზე გადასვლა

ერევნის რუსული დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე სტანისლავსკის სახელობის ერევნის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი — რუსული დრამატული თეატრი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. დაარსდა 1937 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი მდებარეობს ყოფილი მშენებელთა კლუბის შენობაში, რომელიც აშენდა 1929 წელს VOPRA-ს ბრიგადის — არქიტექტორების კ.ალაბიანის, გ.კოჩარის და მ.მაზმანიანის მიერ.

თავის რეპერტუარულ პოლიტიკაში თეატრი ორიენტირებულია რუსულ კლასიკაზე, ამავდროულად, თეატრი ასევე მიმართავს სომხურ ნაციონალურ დრამატურგიას. ისტორიაში შევიდა მურაცანის, ა. შირვანზადეს, გ. სუნდუკიანისა და სომხური ლიტერატურის რიგი სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებზე დაფუძნებული წარმოდგენები.[1]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული დრამატული თეატრი დაარსდა 1937 წლის 15 ნოემბერს. თეატრის გახსნა აღინიშნა სპექტაკლით „დაპირისპირება“. მომდევნო, 1938 ელს, თეატრს ეწოდა კ. ს. სტანისლავსკის სახელი. თეატრის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდნენ სომეხი რეჟისორები, სომხეთის სახალხო არტისტები ლ.კალანტარი, ა.ბურჯალიანი, ა.გულაკიანი და სხვები. სსრკ სახალხო არტისტმა, რუსული თეატრისა და კინოს ცნობილმა მხატვარმა არმენ ჯიგარხანიანმა, ასევე ვერა ბაბიჩევამ და გენადი კოროტკოვმა [1] პირველი ნაბიჯები სწორედ აქ, ამ თეტრში გადადგეს. თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მსახიობები: ი. ბორისოვა, ი. ილიინსკი, ვ. სამოილოვი და სხვა ცნობილი მსახიობები.

52 წლის განმავლობაში, 1965 წლიდან 2017 წლამდე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი იყო ალექსანდრე გრიგორიანი (1936-2017), ლენინგრადის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ლეონიდ ვივიენის სტუდენტი.

1968-1983 წლებში თეატრის რეჟისორი იყო სომხეთის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე იოსებ კოზლინერი. თეატრის აყვავება 1970-იან წლებში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში იქ მოღვაწეობს ბრწყინვალე მსახიობთა ანსამბლი, რომელიც ცნობილია რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა.

კონსტანტინე სტანისლავსკის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც თავის სცენაზე დადგა სპექტაკლები: ვიქტორ როზოვის „ხის როჭოს ბუდე“, ალექსანდრე ვამპილოვის „იხვებზე ნადირობა“ და ალექსანდრე გალინის „აღმოსავლეთის ტრიბუნა“.[2]

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით სომხეთის სსრ კონსტანტინე სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი საბჭოთა თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დამსახურებისთვის ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა.

დამოუკიდებელი სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკისთვის რთულ 1990-იან წლებში ერევნის თეატრმა განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა. თეატრში მსახიობების ახალი თაობა მოვიდა, რომლებიც უფროს თაობასთან ერთად ერევნის მაყურებელს ახალ სპექტაკლებს სთავაზობენ. თეატრი თავის ხელოვნებას წარადგენს საზღვარგარეთ და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებში.[2] 2001 წელს ბრესტში, ტრადიციულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლმა „თეთრი ვეჟა“, გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო კომედია“.[3] დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე "შეხვედრები რუსეთში", რომელიც ჩატარდა სანკტ-პეტერბურგში 2002 წლის 5 აპრილიდან 13 აპრილამდე, თეატრმა მიიღო პრიზი — "ყველაზე მაღალი ატმოსფერული წნევისთვის".[4] 2012 წელს, ეროვნული თეატრალური პრემიის „არტავაზდი 2012“ დაჯილდოვებაზე, ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“, თეატრმა სპექტაკლისთვის „აბანამატი“ გამარჯვება მოიპოვა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Анастасия Томская. (2005-01-11) В поисках справедливости. Театрал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-09. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
  2. 2.0 2.1 Ереванский русский драматический театр. Энциклопедия "Кругосвет". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
  3. Ереванский государственный русский драматический театр имени К. Станиславского примет участие в международном фестивале в Бресте. ARMENPRESS (2003-09-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
  4. Приз Ереванского русского драматического театра. Кавказский узел (2002-04-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2013-04-11.
  5. Национальная театральная премия Армении «Артавазд» 2012 года объявила своих лауреатов. NSNG (2012-03-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-17. ციტირების თარიღი: 2012-11-30.