ერევნის თერმული ელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევნის თერმული ელექტროსადგური — სომხეთი
ერევნის თერმული ელექტროსადგური
ერევნის თერმული ელექტროსადგური (სომხეთი)

ერევნის თერმული ელექტროსადგური (სომხ. Երևանի ջերմաէլեկտրակայան (Երևանի ՋԷԿ)) — თბოელექტროსადგური სომხეთში, ერევნიდან დაახლოებით 10 კილომეტრში.[1] ძველი ელექტროსადგური მოიხმარდა ბუნებრივი აირსა და საწვავ ზეთებს, ხოლო ახალი კომბინირებული ციკლის ელექტროსადგური მოიხმარს მხოლოდ ბუნებრივ აირს. მისი მოცულობა 242 მეგავატია. ის აწარმოებს ქვეყნის ელექტროენერგიის მეოთხედს და პასუხისმგებელია ირანთან სეზონური ელექტროენერგიის გაცვლაზე.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ელექტროსადგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Teploelectroproject“-მა დაიწყო ერევანის თბოელექტროსადგურის აშენების დაგეგმვა 1959 წელს. მშენებლობა დაიწყო 1961 წელს და 1963 წელს გაეშვა პირველი ტურბინა, 50 მეგავატი სიმძლავრით. (ოპერაციული კომპანია შეიქმნა ამავე წელს.)[3] ეს იყო პირველი მასშტაბური თერმული ელექტროსადგური სომხეთში.[4]

მას შემდეგ, რაც ბოლო ტურბინის ექსპლუატაცია განხორციელდა 1967 წელს, ქარხანა შედგებოდა შვიდი ერთეულიდან, რომელთაგან უნდა მიეღოთ 550 მეგავატი ელექტროენერგია.[3] სულ შვიდი ერთეულიდან, ხუთ ერთეულის ელექტრული სიმძლავრე 50 მეგავატს შეადგენდა, ხოლო ორი ერთეულიდან თითოეულს შეეძლო 150 მეგავატის გამომუშავება.[5] 2010 წელს ახალი სადგურის გახსნის შემდეგ, ძველი დაიხურა. ამ დროს მხოლოდ ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა.[1]ამასთან ერთად შემუშავებულია გეგმა, რაც გულისხმობს რომ მოხდეს ძველი სადგურის ორი 50 მეგავატიანი ერთეულის რეაბილიტაცია, მთიანი ყარაბაღიდან შემოტანილი ნახშირით.[4][6]2014 წელს ახალი მოწყობილობები დამონტაჟდა და მცირე მასშტაბის ტესტირებაც ჩატარდა.[4]

ახალი ელექტროსადგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს დაიწყო ახალი კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის მზადება.[4]პროექტის ღირებულება 247 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც დაფარული იყო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის (დღევანდელი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს) მიერ 26,409 მილიარდი ¥(იენა) (241 მილიონი აშშ დოლარი) სესხის სახით. [3] პირველადი სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 29 მარტს, ხოლო შესწორება გაფორმდა 2008 წლის 27 მაისს. [3][7]

ახალი სადგური აშენდა GS E&C (95 %) და Mitsui (5 %) დაფინანსების ხელშეკრულებით.[1] ტოკიოს ელექტროენერგიის სერვისების კომპანია იყო წარდგენილი კონსულტანტად.[1][3] სადგურს გაზის ტურბინა, გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები მიაწოდა კომპანია „Alstom“-მა. „Fuji Heavy Industries“-მა მიაწოდა ორთქლის ტურბინა, კომპანია „Sedae Enertech“- მა სითბოს აღდმდგენი ორთქლის გენერატორი, ხოლო „Honeywell“ მიაწოდა ავტომატური მართვის სისტემა. [3][8][9] მშენებლობა დაიწყო 2007 წლის დეკემბერში და დასრულდა 2010 წლის მარტში. ახალი ელექტროსადგური გახსნა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2010 წლის 22 აპრილს. [10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Yerevan Combined-Cycle Thermal Power Plant, Armenia. Power Technology. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
  2. „Armenia's PSRC assigns Yerevan thermal power plant to handle seasonal electricity swaps with Iran“. ARKA. 2014-03-19. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 "Yerevan TPP" CJSC. Ministry of Energy and Natural Resources of Armenia. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Arzumanyan, Tehmina (2014-05-10). „Director General of "Yerevan TPP" CJSC: There is no such a Thermal Power Plant in the region yet“. slaq.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-29. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
  5. Sargsyan, Gevorg; Balabanyan, Ani; Hankinson, Denzel (2006) From Crisis to Stability in the Armenian Power Sector: Lessons Learned from Armenia's Energy Reform Experience. World Bank Publications, გვ. 56. ISBN 9780821365908. 
  6. „Yerevan thermal power plant will start using coal to produce electricity“. ARKA. 2013-09-26. ციტირების თარიღი: 2015-12-14.
  7. Arzumanyan, Tehmina (2014-05-10). „Director General of "Yerevan TPP" CJSC: There is no such a Thermal Power Plant in the region yet“. slaq.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-29. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
  8. CCGT Power Plants Elsewhere. industcards.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-09. ციტირების თარიღი: 2015-12-21.
  9. „Armenia Roadmap to Growth. Energy Opportunities (sponsored section)“ (PDF). Foreign Affairs (January–February 2014): 5. ციტირების თარიღი: 2015-12-23.
  10. „President Sargsyan attends opening of reconstructed Yerevan thermal power plant“. ARKA. 2010-04-22. ციტირების თარიღი: 2015-12-22.