ერასურისი (ოჯახი)
იერსახე
ერასურისის ოჯახი — პოლიტიკურად გავლენიანი გვარი ჩილეში. მათ XIX საუკუნიდან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩილეს პოლიტიკაში. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ფრანსისკო ერასურისი, რომელიც ჩილეში დასახლდა 1735 წელს, იყო ბასკური წარმოშობის იმიგრანტი.[1] მათი ჩილეში ჩამოსახლების შემდეგ ერასურისის ოჯახი მნიშვნელოვან როლს ტამაშობს ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერასურისის ოჯახმა ქვეყანას მისცა: ოთხი პრეზიდენტი, ორი სანტიაგოს არქიეპისკოპოსი და რამდენიმე დიპლომატი, მწერალი და მეწარმე.
სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლები არიან:
- ხოსე ანტონიო ერასურისი (1747-1821), მღვდელი, პოლიტიკოსი და ჩილეს სენატის პრეზიდენტი 1814 წელს.
- ფერნანდო ერასურისი (1776-1841) – პოლიტიკოსი და ჩილეს დროებითი პრეზიდენტი
- მარია დელ კარმენ სოტომაიორ დე ერასურისი (1780-1852) – ჩილეს პირველი ლედი
- ისიდორო ერასურისი (1782-1833), პოლიტიკოსი
- რამონ ერასურისი (1785-1875), პოლიტიკოსი
- ფედერიკო ერასურის სანიარტუ (1825-1877) – ჩილეს პრეზიდენტი
- ეულოგია ეჩაურენ დე ერასურისი (1830-1887) – ჩილეს პირველი ლედი
- მაქსიმიანო ერასურისი (1832-1890) – პოლიტიკოსი და მეწარმე
- კრესენტე ერასურისი (1839-1931) – სანტიაგოს არქიეპისკოპოსი
- ფედერიკო ერასურის ეჩაურენი (1850-1901) – ჩილეს პრეზიდენტი
- ხერტრუდის ეჩენიკე დე ერასურისი (1849-1928) – ჩილეს პირველი ლედი
- ხერმან რიესკო ერასურისი (1854-1916) – ჩილეს პრეზიდენტი
- მარია ერასურისი (1860- 1930) – ჩილეს პირველი ლედი
- ხოსე ტომას ერასურისი (1856-1927) – მხატვარი და დიპლომატი
- ეუხენია ერასურისი (1860-1954) – ხელოვნების მეცენატი
- რაფაელ ვალენტინ ერასურისი (1861-1923) – პოლიტიკოსი და დიპლომატი
- ხერმან რიესკო ერასურისი (1888-1958) – პოლიტიკოსი და დიპლომატი
- ხუან სუბერკასეაუქს ერასურისი (1896-1942) – ლა-სერენის არქიეპისკოპოსი
- გილერმო ერასურისი (1898-1922) – დიპლომატი
- ფრანსისკო ხავიერ ერასურის ოსა (1933) – სანტიაგოს არქიეპისკოპოსი, კარდინალი (1996 - დღემდე)
- ფრანსისკო ხავიერ ერასურის ტალავერა (1942) – პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი 1989 წლის არჩევნებზე, ექს-სენატორი.
- ხამე გუსმან ერასურისი (1946-1991) – იურისტი და სენატორი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-08. ციტირების თარიღი: 2021-08-01.