ენე ერგმა
იერსახე
| ენე ერგმა | |
| ესტონეთის პარლამენტის მე-14 თავმჯდომარე | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 2 აპრილი, 2007 |
| პრეზიდენტი | ტოომას ილვესი |
| წინამორბედი | ტოომას ბარეკი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 31 მარტი, 2003 – 26 მარტი, 2006 | |
| წინამორბედი | ტოომას სავი |
| მემკვიდრე | ტოომას ბარეკი |
| დაბადებული | 29 თებერვალი, 1944 რაკვერე, ესტონეთის სსრ |
ენე ერგმა (ესტ. Ene Ergma; დ. 29 თებერვალი, 1944, რაკვერე, ესტონეთის სსრ) — ესტონელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) ასტროფიზიკოსი და პოლიტიკოსი, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე 2003-2006 წწ. და 2007 წლიდან. ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ენე ერგმამ 1962 წელს დაამთავრა ვილიანდის საშუალო სკოლა, ხოლო 1962-1964 წწ. სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1969 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ასტროფიზიკური განხრით.
2002 წელს გახდა პარტია Res Publica-ს წევრი, 2003 წელს გახდა მეათე მოწვევის რიიგიკოგუს წევრი.