ენდრო
ენდრო | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Rubia tinctorum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rubia L., 1753 | ||||||||||||
|
ენდრო (ლათ. Rubia) — მცენარის გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. აქვს მთლიანი ჯვარედინად მოპირისპირე ფოთლები და უბის ნახევარქოლგებად შეკრებილი ყვითელი, მომწვანო ან მოთეთრო პატარა ყვავილები.
მისი 55-მდე სახეობა გავრცელებულია აზიის ზომიერ რაიონებში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე ნაწილი — შუა ევროპასა და აფრიკაში, 15 სახეობა კი — სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში 2 სახეობაა. რამდენიმე სახეობის მიწისქვეშა ნაწილები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
ძველთაგანვე აშენებდნენ საღებავ ენდროს (ლათ. Rubia tinctorum), რომელსაც იყენებენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ნოხების) ქსოვილების შესაღებად. სინთეზური ალიზარინის აღმოჩენამ ენდროს კულტურა მკვეთრად შეამცირა და იგი მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. ენდროს იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში რაქიტის სამკურნალოდ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 153-154.