ენდი უიტფილდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ენდი უიტფილდი
Andy Whitfield by Gage Skidmore.jpg
ენდი უიტფილდი 2010 წლის ივლისში San Diego Comic-Con International-ზე
დაბ. თარიღი Andy Whitfield
17 ოქტომბერი, 1972
ამლუხი, უელსი, გ.ს.
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი, 2011 (39 წლის)
სიდნეი, ავსტრალია
ეროვნება უელსელ-ავსტრალიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004–2011
მეუღლე(ები) ვეშთი უიტფილდი
(2001-2011)
შვილ(ებ)ი 2

ენდი უიტფილდი (ინგლ. Andy Whitfield; დ. 17 ოქტომბერი, 1972, უელსი, გაერთიანებული სამეფო — გ. 11 სექტემბერი, 2011, ავსტრალია) — უელსელ-ავსტრალიელი მსახიობი.[1] იგი ცნობილი გახდა სპარტაკის როლით, რომელიც ენდიმ სერიალებში სპარტაკი: სისხლი და ქვიშა და სპატრაკი: ღმერთების არენაზე შეასრულა.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდი ვეშთის ლონდონში შეხვდა. წყვილი საცხოვრებლად სიდნეიში გადავიდა და 2001 წელს იქორწინეს. მათი ორი შვილი შეეძინათ.[3]

2010 წლის მარტში, ენდის დაუდგინდა არა-ჰოჯკინის ლიმფომა და დაიწყო დაუყოვნებლივი მკურნალობა ახალ ზელანდიაში.[4] სწორედ ამის გამო დაგვიანდა სერიალ სპარტაკის მეორე სეზონის გამოშვება.[4] 2010 წლის ივნისისთვის ცნობილი გახდა, რომ ენდიმ კიბო დაამარცხა, თუმცა ამავე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა რომ მას დაავადება ისე შეუბრუნდა[5] და უიტფილდი იძულებული გახდა როლი მიეტოვებინა.[6][7] ენდის როლზე სერიალ სპარტაკში კი ავსტრალიელი მსახიობი ლიამ მაკინტაიტი დანიშნა.[8]

ენდი უიტფილდი არა-ჰოჯკინის ლიმფომის დაავადებით გარდაიცვალა სიდნეიში, ავსტრალიაში 2011 წლის 11 სექტემბერს, დაავადების დიაგნოზიდან 18 თვის შემდეგ.[1][9]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნა
2007 'გაბრიელი' გაბრიელი მთავარი როლი
2010 'კემერონ მარშალი' მედიკოსი

ტელესერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტელესერიალი როლი შენიშვნა
2004 'ყველა წმინდანები' მეთიუ პაკსი გახსნა (სეზონი: 2, ეპიზოდი: 7)
2008 'სტრიპტიზი' ჩარლი პალმერი ეპიზოდი: 2 და 7
2008 'მეტივეებისთვის შეფუთული' ნიკ ლეი ყველაფერი გეგმაში (სეზონი: 1, ეპიზოდი: 10
2008 'მაკლეოდების ქალიშვილები' ბრეტ სამუელსი დასამალი აღარსადაა (სეზონი: 8, ეპიზოდი: 4)
2010 'სპარტაკი: სისხლი და ქვიშა' სპარტაკი 13 ეპიზოდი
2011 'სპატრაკი: ღმერთების არენაზი' სპარტაკი მწარე დასასრული (ეპიზოდი: 6)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სპარტაკის მსახიობი ენდი უიტფილდი გარდაიცვალა. Stuff.com.nz (12 სექტემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 12 სექტემბერი 2011.
  2. სპარტაკი: მწარე დასასრული ეპიზოდი: 6. IGN.Com (26 თებერვალი 2011). წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი 2014.
  3. ენდი უიტფილდის ქვრივი მისი მეუღლის გარდაცვალებაზე საუბრობს“, 25 ივნისი 2012. წაკითხვის თარიღი: 5 მარტი 2013. 
  4. 4.0 4.1 ენდი უიტფილდი კიბოს მკურნალობს. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 7 ოქტომბერი 2010.
  5. ე. უიტფილდი არა-ჰოჯკინის ლიმფომით გარდაიცვალა. au.ibtimes.com (12 სექტემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 17 აგვისტო 2012.
  6. უიტფილდი გამოჯანმრთელდა და როლს უბრუნდება. Deadline Hollywood (8 ივნისი 2010). წაკითხვის თარიღი: 12 სექტემბერი 2011.
  7. ავადმყოფი უიტფილდი სპარტაკს ტოვებს. upi.com (17 სექტემბერი 2010). წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი 2011.
  8. ლიამ მაკინტაიტი დაინიშნა სპარტაკის როლზე. Starz.mediaroom.com (17 იანვარი 2011). წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი 2011.
  9. სპარტაკის მსახიობი ენდი უიტფილდი გარდაიცვალა სიდნეიში არა-ჰოჯკინის ლიმფომით. News.com.au (12 სექტემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 12 სექტემბერი 2011.