ენგოზერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენგოზერო
ენგოზერო
ენგოზერო
კოორდინატები: 65°45′43″ ჩ. გ. 33°35′07″ ა. გ. / 65.76194° ჩ. გ. 33.58528° ა. გ. / 65.76194; 33.58528
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კარელიის რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 71 
სიგრძე 38,3 კმ
სიგანე 7,9 კმ
ფართობი 122 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 226,2 კმ
საშუალო სიღრმე 4,5 
მაქსიმალური სიღრმე 18 
გამჭვირვალობა 1,8-2,5 
აუზის ფართობი 1340 კმ²
ენგოზერო — რუსეთი
ენგოზერო
ენგოზერო — კარელიის რესპუბლიკა
ენგოზერო

ენგოზერო (რუს. Энгозеро) — ტბა რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 71 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 122 კმ². საშუალო სიღრმე 4,5 მ, მაქსიმალური სიღრმე 18 მ. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. სანაპირო ხაზი ძლიერაა დანაწევრებული. არის მრავალრიცხოვანი ყურეები, რომელთაგან უდიდესია პეჩნაია, მოროზოვა, როგატაია, ტიოტკინა.

ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან გამოედინება მდინარე ვონგა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილიდან მდინარე კალგა. ამ მდინარეების ხარჯზე ტბა დაკავშირებულია თეთრ ზღვასთან. ძირითადი შენაკადია მდინარე პულომა. ტბის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება კუნძულებს მოკლებული დიდი ღია სივრცე, რომელსაც ბლიუდცე ეწოდება. ნაპირები უმეტესწილად დაბალია, კლდოვანი, შემოსილია წიწვოვანი ტყით.

ტბა დაფარულია მცირე კუნძულების ქსელით (სულ 144 კუნძული), რომელთა საერთო ფართობია 14,1 კმ². დიდი კუნძულებია: ლოპარი (2,43 კმ²), ელმანგი (2,02 კმ²), ოლენი (1,6 კმ²), დომაშნი (1,44 კმ²). ჭარბობს ლამიანი გრუნტები.

წყლის დონის რყევა 0,9 მ. დონე მაღალია ივნისში, დაბალია სექტემბერში. იყინება ოქტომბრისა და ნოემბრის ბოლოს, ყინულძვრაა მაისში. მდიდარია თევზით. მოიპოვება სიგი, ჭაპალა, წერი, ქორჭილა, ნაფოტა, კაპარჭინა, ღლაბუტა. ენგოზერო ჩრდილოეთ კარელიაში ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Озёра Карелии / Александров Б. М., Зыцарь Н. А., Новиков П. И., Покровский В. В., Правдин И. Ф. — Петрозаводск: Госиздат Карельской АССР, 1959.
  • Григорьев С. В., Грицевская Г. Л. Каталог озёр Карелии. — Москва: АН СССР [Ленингр. отделение], 1959. — 239 с.