ემი კლობუჩარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ემი კლობუჩარი
ინგლ. Amy Klobuchar
Amy Klobuchar, official portrait, 113th Congress.jpg
დაბადების თარიღი 25 მაისი, 1960
დაბადების ადგილი პლიმუთი, მინესოტა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება Wayzata High School, იელის უნივერსიტეტი[1] და University of Chicago Law School[2]
სამეცნიერო ხარისხი Juris Doctor
მამა Jim Klobuchar
მეუღლე/ები John Bessler
ჯილდოები Alfred E. Kahn Award
Amy Klobuchar Signature.svg
klobuchar.senate.gov
amyklobuchar.com

ემი ჯინ კლობუჩარი (დ. 25 მაისი, 1960; ინგლ. Amy Jean Klobuchar) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, უფროსი სენატორი მინესოტას შტატიდან. არის აშშ-ის დემოკრატიული პარტიასთან აფილირებული მინესოტის დემოკრატიულ-ფერმერ-მუშათა პარტიის წევრი. სენატორობამდე იყო ჰენეპინის რაიონის იურისტი. 2019 თებერვალს განაცხადა, რომ იბრძოლებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის.

კლობუჩარი დაიბადა პლიმუთში, მინესოტას შტატში. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო მინეაპოლისის იურიდიული კომპანიების პარტნიორი, სანამ 1998 წელს აირჩევდნენ ჰენეპინის რაიონის იურისტად. 2006 წელს აირჩიეს აშშ-ის სენატორად, გახდა პირველი არჩეული ქალი სენატორი მინესოტას შტატიდან. 2012 და 2018 წლებში გადაირჩიეს ამავე თანამდებობაზე.[3] 2009 და 2010 წლებში უწოდებდნენ დემოკრატიული პარტიის „ამომავალ ვარსკვლავს“.[4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პლიმუთში, მინესოტას შტატი,. დედამისი იყო როზა ჰებერგერი, სკოლის მასწავლებელი,[6] ხოლო მამა, ჯიმ კლობუჩარი – ჟურნალისტი.[7] კლობუჩარს ჰყავს უმცროსი და ბეთი. მამამისი სლოვენიური წარმოშობის მქონე ადამიანია – ყველა მისი წინაპარი სლოვენიიდან იყო. მამამისი მინესოტაში, მეშახტედ მუშაობდა.[8][9]

კლობუჩარი პლიმუთში დადიოდა სკოლაში, დაამთავრა ვაიზატას სკოლა.[10][11] 1982 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი, მიიღო პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი.[12] იელის შერმდეგ, ჩააბარა ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც 1985 წელს სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.[13]

იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ, კლობუჩარი კორპორატიულ ადვოკატად მუშაობდა. იყო პარტნიორი სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში, სადაც მისი სპეციალიზაცია „ტელესაკომუნიკაციო კანონმდებლობის სარეგულაციო მუშაობა“ იყო.[14][15][16]

1993 წელს დაქორწინდა ჯონ ბესლერზე, იურისტზე და ბალტიმორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორზე. მათ ჰყავთ ქალიშვილი, ებიგეილ კლობუჩარ-ბესლერი, რომელმაც აგრეთვე იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. ემი კლობუჩარი აგრეთვე ქრისტეს გაერთიანებული ეკლესიის წევრია.

1998 წელს აირჩიეს ჰენეპინის რაიონის იურისტიად, 2002 წელს გადაირჩიეს. არც ერთ შემთხვევაში არ ჰყავდა კონკურენტი.[17] გამოცემა „Minnesota Lawyer“-მა კლობუჩარი „წლის იურისტად“ დაასახელა.[18][19] 2002-2003 წლებში იყო მინესოტას რაიონული იურისტების ასოციაციის პრეზიდენტი.[20]

2005 წელს, მას შემდეგ რაც სენატორმა მარკ დეიტონმა განაცხადა რომ კიდევ ერთ ვადაზე არჩევა აღარ სურდა, კლობუჩარი დემოკრატთა შორის ფავორიტად გამოიკვეთა და პრაიმერშიც, ანუ შიდაპარტიულ არჩევნებშიც გაიმარჯვა. საყოველთაო არჩევნებში დაამარცხა რესპუბლიკელი მარკ კენედი.[21]

ხელმეორედ აირჩიეს სენატორად 2012 და 2018 წლებში.

2019 წლის 10 თებერვალს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – შეეცდებოდა დემოკრატიული პარტიის პრაიმერში გამარჯვებას.

2020 წლის 19 იანვარს გაზეთმა „The New York Times“-სმა საკუთარი მხარდაჭერა გამოუცხადა კლობუჩარს და პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს ელიზაბეთ უორენს.[22][23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biographical Directory of the United States Congress
  2. Chicago TribuneChicago: Tribune Publishing, 1847. — ISSN 2165-171X; 1085-6706
  3. „Amy Klobuchar is being talked up as a 2020 contender who could 'bury' Trump after she won re-election in Minnesota“. Business Insider. November 7, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2018. ციტირების თარიღი: November 9, 2018.
  4. Tsukayama, Hayley (March 15, 2010). „Huffington Post names Klobuchar the smartest U.S. Senator“. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2017. ციტირების თარიღი: May 14, 2017.
  5. Dizikes, Cynthia (May 20, 2009). „As state's only senator, Klobuchar gains sympathetic attention“. MinnPost (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2017. ციტირების თარიღი: May 14, 2017.
  6. Nelson, Tim. „Rose Klobuchar, mother of Sen. Amy Klobuchar, dies“. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2017. ციტირების თარიღი: თებერვალი 22, 2017.
  7. „Born to ride: Jim Klobuchar and the birth of the Minnesota bike tour“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2017. ციტირების თარიღი: თებერვალი 22, 2017.
  8. Svet24.si - Druga Slovenka, ki bo Trumpu spodnesla tla.
  9. Bandur, Simona; Fajfar, Simona. FOTO:Po sledeh slovenskih prednikov Amy Klobuchar (February 11, 2019).
  10. WHS Involvement / WHS Distinguished Alumni en. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 17, 2017. ციტირების თარიღი: თებერვალი 8, 2020. ციტირების თარიღი: March 16, 2017
  11. About Amy en. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2017. ციტირების თარიღი: თებერვალი 8, 2020. ციტირების თარიღი: March 16, 2017
  12. 1982 Yale Banner, p. 394.
  13. Staff. (December 14, 2019) Who is Amy Klobuchar?. ციტირების თარიღი: 2020-01-07
  14. Klobuchar, Amy - Biographical Information. ციტირების თარიღი: May 14, 2017
  15. MPR: Campaign 2006: U.S. Senate: Amy Klobuchar en. ციტირების თარიღი: May 14, 2017
  16. Klobuchar timeline: A life of law and politics led to presidential aspirations.
  17. „The Rachel Maddow Show, Transcript 09/01/15“. MSNBC. სექტემბერი 1, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2018. ციტირების თარიღი: მაისი 14, 2017.
  18. "Amy Klobuchar." Gale Biography Online Collection. Gale, 2007. Retrieved via Gale In Context: Biography database, September 17, 2019.
  19. „Minnesota Lawyer recognizes 10 as 'Attorneys of the Year'. Minnesota Lawyer. დეკემბერი 31, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2017. ციტირების თარიღი: მარტი 21, 2017.(ფასიანი რეგისტრაცია)
  20. Herzig, Frolik & Winnie Frolik & Billy; Herzig, Winnie Frolik & Billy (May 11, 2017). 51 Women Senators?: Will We Ever Have 51 Women Senators? When? How Will They Represent Us? (en). iUniverse. ISBN 9781440193033. 
  21. The Fix – The Friday Line: Can Democrats Get to 6? დაარქივებული February 24, 2006, საიტზე Wayback Machine. . Retrieved October 2, 2006.
  22. Editorial Board (19 January 2019). „The Democrats’ Best Choices for President“. New York Times. ციტირების თარიღი: 20 January 2020.
  23. Feuerherd, Ben (20 January 2020). „The New York Times endorses both Amy Klobuchar and Elizabeth Warren for president“. New York Post. AP. ციტირების თარიღი: 20 January 2020.