ელიზაბეთ უორენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ ენ უორენი
ინგლ. Elizabeth Warren
Elizabeth Warren, official portrait, 114th Congress.jpg
დაბ. სახელი ელიზაბეთ ენ ჰერინგი
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1949
დაბადების ადგილი ოკლაჰომა სიტი, ოკლაჰომა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი[1] , Rutgers School of Law–Newark, University of Houston და Northwest Classen High School
სამეცნიერო ხარისხი bachelor's degree და Juris Doctor
ეროვნება თეთრი ამერიკელები[2]
პარტია რესპუბლიკური (1996-მდე)
დემოკრატიული (1996–დღემდე)
მამა Donald Jones Herring
მეუღლე/ები Bruce Mann
შვილ(ებ)ი Alexander Warren და Amelia Warren Tyagi
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Oklahoma Hall of Fame
Elizabeth Warren Signature.svg
სენატის ვებ-გვერდი

ელიზაბეთ ენ უორენი (დ. 22 ივნისი, 1949; ინგლ. Elizabeth Ann Warren) — ამერიკელი პოლიტიკოსი და ყოფილი აკადემიკოსი, უმცროსი სენატორი მასაჩუსეტსიდან 2013 წლიდან. იქამდე – იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში საბანკროტო სამართლის სპეციალობით. უორენი არის დემოკრატიული პარტიის წევრი და ამჟამად კენჭს იყრის აშშ-ის 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

უორენს დამთავრებული აქვს ჰიუსტონის უნივერსიტეტი და რატჯერსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში – მათ შორის ჰიუსტონის, ოსტინის, პენსილვანიის და ჰარვარდის. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე უორენი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესორი კომერციულ სამართალში. არის 5 წიგნის ავტორი და 6-ის – თანაავტორი.

უორენი საჯარო პოლიტიკაში პირველად 1995 წელს გამოჩნდა, ხოლო ცნობადობა მოიპოვა 2000-იანი წლების ბოლოს, როცა მხარს უჭერდა საბანკო რეგულაციების გამკაცრებას 2007-08 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ. უორენმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს შექმნაში და იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველი საგანგებო მრჩეველი.

2012 წლის ნოემბერში, უორენმა გაიმარჯვა აშშ-ის სენატის არჩევნებში მასაჩუსეტსის შტატიდან, დაამარცხა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სკოტ ბრაუნი და გახდა პირველი ქალი, რომელიც მასაჩუსეტს სენატში წარმოადგენს. უორენმა 2018 წელს მეორე ვადაზეც აირჩიეს. 2019 წლის 9 თებერვალს უორენმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უორენი დაიბადა 1949 წლის 22 ივნისში, ოკლაჰომა სიტიში.[4][5][6][7] მას ჰყავდა სამი უფროსი ძმა.[8][9]

11 წლამდე უორენი შტატ ოკლაჰომას ქალაქ ნორმანში ცხოვრობდა. 13 წლის ასაკში უორენმა მიმტანად დაიწყო მუშაობა.[10][11]

1968 წელს უორენი დაქორწინდა ჯეიმს რობერტ „ჯიმ“ უორენზე[12] და მასთან ერთად ჰიუსტონში გადავიდა. ისინი 1978 წელს განქორწინდნენ.[13] 1980 წელს უორენი ბრიუს მანზე დაქორწინდა.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 14 სექტემბერს უორენმა განაცხადა, რომ სურდა ყოფილიყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 2012 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებში, მასაჩუსეტსის შტატში. მოქმედმა სენატორმა – რესპუბლიკელმა სკოტ ბრაუნმა გაიმარჯვა 2010 წლის სპეციალურ არჩევნებში, როცა მისი წინამორბედი, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმა ტედ კენედი გარდაიცვალა.[14][15]

უორენს დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა და 2012 წლის 2 ივნისს მან დელეგატთა ხმების რეკორდული მაჩვენებელი – 95,77 პროცენტი მოიპოვა.[16][17][18] უორენის საარჩევნო კამპანიამ მთლიანობაში 39 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა – 2012 წელს სენატორობის ნებისმიერ კანდიდატზე მეტი. ნოემბერში უორენმა რესპუბლიკელი სკოტ ბრაუნი დაამარცხა, ხმების 53 პროცენტზე მეტით.[19]

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უორენმა ჰილარი კლინტონს დაუჭირა მხარი.

უორენმა 2018 წლის არჩევნებშიც, მეორე ვადაზე იყარა კენჭი და რესპუბლიკელი ჯეოფ დილი დაამარცხა. უორენს მხარი ამომრჩეველთა 60-მა პროცენტმა დაუჭირა, დილს კი 36-მა.

2019 წლის 9 თებერვალს უორენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biographical Directory of the United States Congress
  2. https://edition.cnn.com/2018/10/15/opinions/elizabeth-warrens-big-mistake-maltby/index.html
  3. Elizabeth Warren kicks off presidential campaign with challenge to super-wealthy – and other Democrats“, February 9, 2019. 
  4. Bierman, Noah. “Elizabeth Warren defeats Scott Brown“, November 7, 2012. 
  5. Dennis, Brady. “Elizabeth Warren, likely to head new consumer agency, provokes strong feelings“, August 13, 2010. ციტირების თარიღი: November 18, 2010. 
  6. Packer, George (2013). The Unwinding, an inner history of the New America. New York: Farrar, Straus, and Giroux. ISBN 978-0-374-10241-8. 
  7. Elizabeth Warren Fast Facts“, December 31, 2018. 
  8. McGrane, Victoria. (September 2, 2017) Religion is constant part of Elizabeth Warren's life. ციტირების თარიღი: September 16, 2017.
  9. Jacobs, Sally. “Warren's extended family split about heritage“, The Boston Globe, September 16, 2017. ციტირების თარიღი: December 9, 2017. 
  10. Andrews, Suzanna. “The Woman Who Knew Too Much“, Vanity Fair, November 2011. ციტირების თარიღი: September 21, 2019. 
  11. Elizabeth Warren“. ციტირების თარიღი: September 21, 2019. 
  12. Pittman, Mark. “Warren Winning Means No Sale If You Can't Explain It“, Bloomberg, November 19, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან - October 17, 2015. 
  13. Levenson, Michael. “Warren and Brown share July 12 anniversary date“, The Boston Globe, July 12, 2012. ციტირების თარიღი: October 3, 2019. 
  14. Randall, Maya Jackson. “Warren Kicks Off Senate Campaign“, The Wall Street Journal, September 14, 2011. ციტირების თარიღი: September 22, 2019. 
  15. Consumer advocate Elizabeth Warren launches US Senate campaign with tour of Massachusetts“, September 14, 2011. ციტირების თარიღი: September 22, 2019. 
  16. Rizzuto, Robert. “Elizabeth Warren lands party endorsement with record 95 percent support at Massachusetts Democratic Convention“, June 2, 2012. ციტირების თარიღი: June 2, 2012. 
  17. Bierman, Noah. “Deval Patrick endorses Elizabeth Warren for US Senate“, The Boston Globe, May 30, 2012. 
  18. Levenson, Michael. “Elizabeth Warren agrees to WBZ-TV debate with Scott Brown“, The Boston Globe, June 5, 2012. ციტირების თარიღი: June 9, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 7, 2012. 
  19. Seelyenov, Katharine Q.. “A New Senator, Known Nationally and Sometimes Feared“, The New York Times, November 10, 2012. ციტირების თარიღი: September 21, 2019. 
  20. Tennant, Paul. “Off and running: Warren launches presidential bid in Lawrence“, February 10, 2019. ციტირების თარიღი: February 11, 2019.