ემენტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ემენტალი
Emmentaler
Emmental 015.jpg
წარმოშობის ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქალაქი, რეგიონი ბერნის კანტონი
რძე ძროხა
პასტერიზებული არატრადიციულად
ტექსტურა ნახევრად მყარი
მომწიფების დრო 2–18 თვე

ემენტალი (გერმ. Emmentaler) — ძროხის რძისგან დამზადებული ტრადიციული ყვითელი შვეიცარიული ყველი. ამზადებენ ემენტალის ხეობაში, ბერნის კანტონში, შვეიცარიაში. ნახევრად მყარია. თავი ყველი საშუალოდ იწონის 75 კგ-ს.[1] წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1293 წელს. სახელწოდება წარმოსდგა მდინარე ემეს ხეობიდან. პირველად ემენტალის სახელწოდებით მოხსენიებულია 1542 წელს.[2] ემენტალი სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება, ვინაიდან სახელწოდება არ არის დარეგისტრირებული სავაჭრო მარკით. დამახასიათებელია პიკანტური, სანელებლიანი მოტკბო გემო; დამზადების განსაკუთრებული პროცესის გამო ახასიათებს მსხვილი ნახვრეტები. ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ მას უწოდებენ შცეიცარიულ ყველს.[3] დარეგისტრირებულია სახელწოდებით Emmentaler Switzerland.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]