შინაარსზე გადასვლა

ელ-ტამბოს კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
ელ-ტამბოს კანტონი
Cantón El Tambo
ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
კოორდინატები 2°30′29″ ს. გ. 78°55′30″ დ. გ. / 2.50806° ს. გ. 78.92500° დ. გ. / -2.50806; -78.92500
ფართობი 64.23 კმ²
მოსახლეობა 8 251 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC-5

ელ-ტამბო (ესპ. El Tambo) — კანტონი ეკვადორში, კანიარის პროვინციაში. მდებარეობს პანამერიკული გზატკეცილის გასწვრივ, ხეობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ელ-ტამბო. 2001 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 8 251 ადამიანს შეადგენდა.[1] მათი დიდი ნაწილი მეტისები ან შერეულია.

კანტონიდან დაახლოებით 30 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს ქალაქი ინგაპირკა, სადაც დღემდე შემორჩენილია ინკების შენობათა ნანგრევები, რომელიც უდიდესია ეკვადორში ინკების ძეგლებს შორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cantons of Ecuador at statoids.com