ელმირა საფაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელმირა საფაროვა (აზერ. Elmira Yusif qızı Səfərova; დ. 16 სექტემბერი, 1934, ბაქო — გ. 1977, იქვე) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, პროფესორი, პედაგოგი და პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელმირა საფაროვა დაიბადა 1934 წლის 16 სექტემბერს ბაქოში. მამამისი იუსიფი, იყო ცნობილი ნავთობის ინჟინერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი[1], ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და კასპიის ზღვაზე უჩვეულო ქალაქის „ნავთობის ქვების“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

საფაროვას დედას ჯავაჰირს ჰქონდა ლამაზი ხმა და დიდი მუსიკალური ნიჭი. ახალგაზრდობაში ის მღეროდა უზეირ ჰაჯიბეკოვის გუნდში და გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტებზე, როგორც სოლისტი[1]. საკუთარი ნიჭის და წარმატების მიუხედავად, ჯავაჰირი იძულებული გახდა შვილების გულისთვის დაეტოვებინა სცენა. ელმირას და და ძმა ჰყავდა. მისი და ზემფირა საფაროვა ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკათმცოდნეა, მისი ძმა კი ნავთობ-ინჟინერი[2]. .

მშობლებმა შვილებს ჩაუნერგეს სიყვარული ხალხური მუსიკის, მუღამებისა და აზერბაიჯანელი კომპოზიტორების, განსაკუთრებით უზეირ ჰაჯიბეკოვის შემოქმედებისადმი და აღზარდეს ისინი მუსიკალური ხელოვნებისადმი ღრმა სიყვარულისა და დიდი ინტერესის ატმოსფეროში[3].

ელმირას მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობაში დაიწყო. უკვე ორი წლის ასაკიდან ის მღეროდა და ცეკვავდა. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა ნიჭი მხატვრობისადმი. მისი და პროფესორი ზემფირა საფაროვა, რომელიც აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, თავის წიგნში თავისი დის ელმირას შესახებ წერს თუ როგორი ნიჭით გამოირჩეოდა ის ბავშვობაში[2].

ელმირა მუსიკის გზას ირჩევს და 1942 წელს დაიწყო სწავლა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის ათწლიან სკოლაში. მისი მასწავლებელი იყო პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი პიანისტის ა.იესიპოვა. მისი მუსიკალური ნიჭის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა პედაგოგებმა კ.საფარალიევამ, ლ.ეგოროვამ და რ.სიროვიჩმა[1].

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1952 წელს, ელმირამ ჩააბარა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში - აზერბაიჯანის საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, პროფესორ მ.ბრენერის სკოლაში, რომელმაც აღზარდა პიანისტთა რამდენიმე თაობა. ეს სკოლა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით. ყველა ის თვისება, რაც ელმირამ მასწავლებლისგან შეიძინა მოგვიანებით პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენა[1][3].

კონსერვატორიაში სწავლის წლებში ქალბატონმა ელმირამ თავი გამოიჩინა, როგორც პროფესიონალმა მუსიკოსმა, ნიჭიერმა პიანისტმა და შემოქმედებითმა ადამიანმა. ის წარმატებით ატარებდა სიმფონიურ და სოლო კონცერტებს[1].

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ელმირა საფაროვა უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის სტიპენდიას იღებდა.

საფაროვა იყო მუსიკის შემსრულებელთა ამიერკავკასიის I კონკურსის ლაურეატი 1960 წელს[4].

1979 წლიდან ატარებს მეთოდურ მუშაობას და ლექციებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში რესპუბლიკის საშუალო მუსიკალური სკოლის მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსებზე. არის არაერთი მეთოდოლოგიური სახემძღვანელოებისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი[4].

იგი 1997 წელს პედაგოგიური მოღვაწეობისა და შემოქმედების აყვავების პერიოდში ბაქოში გარდაიცვალა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]