ელის დაიმონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელის დაიმონდი
დაბადების სახელი Alice Elizabeth Black
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1896
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1952 (55 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა კრიმინალური ბანდის ლიდერი
მშობლები მამა: ტომას ბლეიკი
დედა: მერი ბლეიკი

ელის დაიმონდი  (ინგლ. Alice (Annie) Diamond, დაბად. Alice Elizabeth Black; 18961952) — ინგლისელი პროფესიონალი კრიმინალი,  წევრი ქალთა დანაშაულებრივი სინდიკატისა, რომელიც მოქმედებდა დიდ ბრიტანეთში მე-19 და მე-20 საუკუნეებში ბანდის — Forty Elephants სახელით.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1896 წლის 22 ივნისს ლონდონში, Lambeth Workhouse Hospital-ში, თომას დაიმონდის (Thomas Diamond)  და მერი ენ ალის ბლეიკის (Mary Ann Alice Blake) ოჯახში. მშობლებმა პირველ შვილს მისცეს გვარი  Black. გოგონას მამა რამდენჯერმე იყო ნასამართლევი; ოჯახში ელისის გარდა კიდევ 7 ბავშვი იზრდებოდა. უმცროსი და — ლუიზა მოგვიანებით შეუერთდა ელისის  ბანდას, ძმა —  ტომი ერთ-ერთი წევრი იყო ქუჩაში მოქმედი ბანდისა Elephant and Castle Mob.

ელის დაიმონდის კრიმინალური კარიერა დაიწყო 1912 წელს, ცოტა ხანში იგი სათავეში ჩაუდგა ბანდას   Forty Elephants, შეცვალა რა ყოფილი მეთაური Mary Carr. ელის დაიმონდი ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა, მისი ბანდა ძირითადად დაკავებული იყო ძარცვით ლონდონის უესტ-ენდის უბანში, თუმცა მალე ბანდამ დანაშაულებრივი საქმიანობა ინგლისის სხვა ქალაქებშიც დაიწყო. მისი მეგობარი და მთავარი თანამზრახველი იყო მეგი ჰილი, განგსტერ ბილი ჰილის (ცნობილი ფსევდონიმით Boss of Britain's Underworld) და. [2]

მიუხედავად იმისა, რომ ელისი, მეგი და ბანდის სხვა წევრები ხანდახან ციხეში იხდიდნენ სასჯელს, სიღარიბეში ცხოვრებას, მაინც მუდმივი რისკის ქვეშ ყოფნას ამჯობინებდნენ. ქურდებს შეეძლოთ ჩაეცვათ  ლონდონის პრესტიჟული მაღაზიებიდან მოპარული ასობით ფუნტის ღირებულების ელეგანტური სამოსი. ელისი გამოირჩეოდა წარმოსადეგი აღნაგობით, იგი 5 ფუტი და რვა დუიმის სიმაღლის იყო მაშინ, როდესაც საშუალო ინგლისელი კაცის სიმაღლე ხუთ ფუტსა და ექვს დუიმს აღწევდა.  ელისი აღმერთებდა ბრილიანტის სამკაულებს და ატარებდა ამ ძვირფასი ქვებით შემკულ სამკაულებს. ბეჭდებით მორთული მუშტით მას შეეძლო მამაკისთვის შესაშური  დარტყმის მიყენება.  თავისი“მოღვაწეობის“ წყალობით იგი ცნობილი გახდა, როგორც Queen of the Forty Thieves და Diamond Annie.

1925 წელს ელისი კვლავ მოხვდა ციხეში. იგი ბანდას ციხის კამერიდან კვლავ ხელმძღვანელობდა. მისმა ხელქვეითებმა ახალი „დედოფალი“ აღარ აირჩიეს და ბანდამ თანდათანობით შეწყვიტა საქმიანობა. ელისმა ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ვეღარ შეძლო ბანდის წევრების შეკრება და ძველი „დიდების“ აღდგენა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მას არ დაუტოვებია ლონდონი. სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. იყო ბორდელის მფლობელი.

ელისი გარდაიცვალა 1952 წლის 1 აპრილს ლონდონში გაფანტული სკლეროზით.

ელის დაიმონდი არასოდეს დაქორწინებულა, მას  ურთიერთობა ჰქონდა ბერტ მაკდონალდთან,  ერთ-ერთ ლიდერთან  ბანდისა Elephant and Castle Mob. [3][4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lambeth Workhouse birth records Metropolitan Archives, Islington, London.
  • Black, Alice Elizabeth, Lambeth, 1896, 1d 395. British birth records.
  • Alice Diamond, otherwise Black, 5c 1023, Lambeth, 1952. British death records.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McDonald, Brian. Alice Diamond and the Forty Elephants: The Female Gang That Terrorised London — Milo Books, 2015. — ISBN 978-1-908479-84-6.
  2. Who Says A Woman Can’t Be Gangsta? Alice Diamond And The Forty Elephants.ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2019. დაარქივებულია 26 ივლისი 2019 .
  3. Seductive shoplifters: girl gang with diamond-ring knuckle-dusters, on dailymail.co.uk
  4. Очаровательные воровки. ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2019. დაარქივებულია 26 ივლისი 2019 (რუს.).