ელიმუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლეიმუსი.
ელიმუსი

Elymus canadensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  თივაქასრასნაირნი
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ელიმუსი
ლათინური სახელი
Elymus L., 1753

ელიმუსი[1] (ლათ. Elymus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მცენარეებია, სიმაღლეში 2 მეტრამდე, ჩვეულებრივ, წარმოქმნიან ხშირ კორდებს. თავთუნები (2–9 ორსქესიანი ყვავილით) სათითაოდ სხედან ყვავილედის ღერძზე, იშვიათად 2–3-ად, და წარმოქმნიან 30 სმ-მდე სიგრძის რთულ თავთავს. ცნობილია 100-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს არატროპიკულ სარტყლებში და ტროპიკების ზოგიერთ მთიან რაიონში. ბევრი ელიმუსი ძვირფასი საკვები მცენარეა, ზოგიერთი სახეობა წარმატებითაა კულტივირებული.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაყაშვილი ა., ელიმუსი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. Крупкина Л. И. Волоснец // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 670.