ელიზ რიხტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზ რიხტერი
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1865(1865-03-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ვენა[7]
გარდაცვალების თარიღი 21 ივნისი, 1943(1943-06-21)[3] [4] [5] [6] [7] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი Theresienstadt concentration camp[5] [7]
საქმიანობა პროფესორი[2] , ლიტერატურული კრიტიკოსი და რომანისტი
მოქალაქეობა  ავსტრია
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი და Akademisches Gymnasium
ელიზ რიხტერის სტუდენტური ჩანაწერების წიგნი ( Meldungsbuch ), ფილოსოფიის სტუდენტი, თავისივე ხელმოწერით, ვენის უნივერსიტეტი, 1897 წლის 7 ოქტომბერი.

ელიზ რიხტერი (დ. 2 მარტი, 1865 - გ. 23 ივნისი, 1943) — ავსტრიელი ფილოლოგი, რომანისტიკის სპეციალობით და უნივერსიტეტის პროფესორი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მიაღწია ჰაბილიტაციას ვენის უნივერსიტეტში, პირველი ქალი ასოცირებული პროფესორი და ერთადერთი ქალი ავსტრიის ნებისმიერ უნივერსიტეტში პირველ მსოფლიო ომამდე, რომელმაც მიიღო აკადემიური პოზიცია. ნაცისტური ჩინოვნიკების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დევნილი. იგი დეპორტირებული იქნა გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის ოქტომბერში და იქ გარდაიცვალა 1943 წლის ივნისში. [8] [9]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვენაში, ავსტრია, 1865 წლის 2 მარტს, საშუალო კლასის, ებრაელი სეკულარისტების ოჯახში. ელიზ რიხტერი იყო ემილი რიხტერისა და მაქსიმილიან რიხტერის, ავსტრიის სამხრეთ სარკინიგზო კომპანიის მთავარი ექიმის ქალიშვილი. მისი და, ჰელენ რიხტერი, ელიზზე ოთხი წლით უფროსი, ცნობილი გახდა, როგორც ანგლიცისტი და თეატრმცოდნე, წერდა და თარგმნიდა ინგლისურ ლიტერატურასა და დრამას . [10] ელიზ რიხტერს ახალგაზრდობის ასაკში განუვითარდა რევმატოიდული ართრიტი და 20 წლის ასაკში საწოლს მიეჯაჭვა ერთი წლის განმავლობაში. [11] დედა და მამა გარდაიცვალნენ 1889 და 1891 წლებში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დები დაახლოვდნენ. ერთად მოგზაურობისას მათ მოუწოდეს ერთმანეთს, გაეგრძელებინათ აკადემიური საქმიანობა. [12]

იმის გამო, რომ იმ დროს გოგონები გარიყულნი იყვნენ ოფიციალური უმაღლესი განათლებისგან, რიხტერი და მისი ორი და (ერთი მათგანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა) თავდაპირველად სწავლობდნენ სახლში ოჯახის პრუსიელი გუბერნატორის დახმარებით. 1890-იან წლებში ჰელენი და ელიზ რიხტერები ესწრებობდნენ უნივერსიტეტის კურსებს გარკვეული პროფესორების სპეციალური ნებართვით. მხოლოდ 1896 წელს მიიღეს გოგონები მატურის გამოცდაზე ( უნივერსიტეტის მისაღები ზოგადი კვალიფიკაცია), რომელიც ელიზ რიხტერმა ჩააბარა მომდევნო წელს, 32 წლის ასაკში. შემდეგ იგი ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტში, როგორც კლასიკური, ინდოევროპული და რომანული ფილოლოგიის სტუდენტი ადოლფ მუსაფიას და ვილჰელმ მაიერ-ლუბკეს ხელმძღვანელობით; შემდეგ კი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელსაც მიენიჭა ამ უნივერსიტეტის დოქტორის წოდება 1901 წელს. ამ ხარისხს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო .

1905 წელს იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ჰაბილიტაცია რომანულ ენებზე მუშაობისთვის. ორი წლის შემდეგ, იგი გახდა პირველი ქალი პრივატდოცენტი (ასისტენტ-პროფესორი) ვენის უნივერსიტეტში. მისი საინაუგურაციო ლექცია თემაზე „ბრუნების ისტორია“ გადაიტანეს სხვა სალექციო დარბაზში, რათა თავიდან აეცილებინათ შეფერხება მებრძოლი კათოლიკე და გერმანელი ნაციონალისტი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც განაწყენდნენ არა მხოლოდ რიხტერის სქესზე, არამედ მის ებრაულ ფესვებზეც. 1921 წელს, იგი გახდა პირველი ქალი ავსტრიაში, რომელიც დაინიშნა უუფლებო პროფესორად. (außerordentlicher Professor) . [13] მას არასოდეს მიუღია ჩვეულებრივი პროფესორის წოდება.

1906 წლიდან დაწყებული ვაჰრინგის „აგარაკთა კვარტალში“, საკუთარ სახლში, ელიზ და ჰელენ რიხტერები მასპინძლობდნენ ყოველკვირეულ სალონს ინტელექტუალებისა და მხატვრებისთვის. მათ მუდმივ სტუმრებს შორის იყვნენ ქალთა უფლებების აქტივისტები მარიან ჰაინიში და როზა მაირედერი, მუსიკალური კრიტიკოსი მაქს კალბეკი და ბურგთეატრის დირექტორი - ჰიუგო ტიმიგი . 1911 წელს ორივე და რიხტერი მოინათლა ვენის ლუთერანულ ქალაქის ეკლესიაში . 1920 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ავსტრიელ აკადემიკოს ქალთა ასოციაციას ( Verband der Akademikerinnen Österreichs ). 1922 წელს ელიზ რიხტერმა დააარსა ავსტრიის უნივერსიტეტის ქალთა ფედერაცია. [14]

1938 წლის ანშლუსის და ავსტრიაში ნაცისტური ანტისემიტური პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, რომელიც გამორიცხავდა ებრაული წარმოშობის ადამიანებს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, რიხტერს უარი ეთქვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობაზე, გაათავისუფლეს თანამდებობიდან, უარი უთხრეს პენსიაზე სიბერეში და აუკრძალეს მუზეუმებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების მონახულება. გარდა ამისა, მისი პირადი ბიბლიოთეკა, რომელშიც 3000 ნივთი იყო [15] და სხვა ნივთები ჩამოერთვა. ის და მისი და, ჰელენი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ გადაასახლეს ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 9 ოქტომბერს, ტრანსპორტი IV/13, ნომერი 598. ელენე 81 წლის იყო, როცა იქ 1942 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა. ელიზა 78 წლის იყო, როცა იქ გარდაიცვალა 1943 წლის 21 ივნისს. [16] [17] [18]

მის პატივსაცემად დაარსებულია ავსტრიის სამეცნიერო ფონდის (FWF) ელიზ რიხტერის პროგრამა, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს ქალ პოსტდოქტორ მკვლევარებს, რომლებიც მიზნად ისახავენ პროფესორის წოდების მიღებას. [19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118600389 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. 4.0 4.1 Frauen in Bewegung 1848–1938Österreichische Nationalbibliothek, 2006.
  5. 5.0 5.1 5.2 The Database of Victims of the Nazi Persecutionპრაღა: Terezín Initiative Institute.
  6. 6.0 6.1 Database of the Terezín Memorial
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Gadzinski A. KALLIOPE Austria: Frauen in Gesellschaft, Kultur und WissenschaftWien: Bundesministerium für Europa, Integration und Äußeres, 2015. — S. 223–224. — ISBN 978-3-9503655-5-9
  8. Friedenreich, Harriet. "Elise Richter 1865-1943", in Encyclopedia. Brookline, Massachusetts: Jewish Women's Archive, retrieved online 1 September 2018.
  9. Kniefacz, Katharina and Herbert Posch. "Elise Richter", in Gedenkbuch für die Opfer des Nationalsozialismus an der Universität Wien 1938. Vienna, Austria: University of Vienna, retrieved online 1 September 2018.
  10. "Elise Richter 1865-1943", in Encyclopedia, Jewish Women's Archive.
  11. Chance and Shipley. Women Medievalists and the Academy, p. 81.
  12. Chance, Jane, ed., and Elizabeth Shipley. Women Medievalists and the Academy, pp. 79-90. Madison, Wisconsin: The University of Wisconsin Press.
  13. "Elise Richter 1865-1943", in Encyclopedia, Jewish Women's Archive.
  14. Chance and Shipley, Women Medievalists and the Academy, p. 82.
  15. "Elise Richter", in "Gedenkbuch für die Opfer des Nationalsozialismus an der Universität Wien 1938", University of Vienna.
  16. "Dr. Elise Richter", in "Database of Victims: Holocaust". Prague, Czechoslovakia: Jewish Museum of Prague, retrieved online 1 September 2018.
  17. "Elise Richter 1865-1943", in Encyclopedia, Jewish Women's Archive.
  18. Chance and Shipley, Women Medievalists and the Academy, p. 82.
  19. Elise Richter Programme. FWF Der Wissenschaftsfonds (2022). ციტატა: „The Elise Richter Programme for senior postdocs and the Elise Richter Programme for arts-based research, Elise Richter PEEK, have been designed as a specific funding measure for women in science and research.“ ციტირების თარიღი: 14 December 2022