ელიზბარ ერისთავი (XIX საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავადი ელიზბარ ერისთავი

ელიზბარ შანშეს ძე ერისთავი (დ. 1810 — გ. 12 იანვარი, 1872) — თავადი, ქართველი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზბარ ერისთავი იყო ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, პირდაპირი შთამომავალი იასე ყულარაღასისა. 1823-1830 წლებში სწავლობდა პეტერბურგში; ეუფლებოდა საარტილერიო საქმეს. 1832 წელს აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში, რისთვისაც 1834 წლის თებერვალში გაასამართლეს და ავლაბრის ყაზარმაში დაატუსაღეს, შემდეგ კი ჰელსინკიში სამხედრო სამსახურში გაამწესეს. 1842 წელს საქართველოში დაბრუნდა და თავის ძმა დიმიტრისთან ერთად სოფელ ღვარებში დაიწყო მინის ქარხნის მშენებლობა. 1844 წელს ქარხანამ მიიღო თბილისის სათადარიგო აფთიაქის მინის ჭურჭლით მომარაგების პრივილეგია. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. სამხედრო კარიერის ბოლოს იყო გორის მაზრის უფროსი. თადარიგში გასვლისას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. გარდაიცვალა 1872 წელს. დაკრძალეს გორის საკრებულოს ტაძრის („სობორო“) გალავანში. იმავე წელს ღვარების მინის ქარხანა მისმა მემკვიდრეებმა იჯარით უცხოელ მეწარმეებს გადასცეს.

ელიზბარ ერისთავს ცოლად ჰყავდა თავისი შორეული ნათესავი ქეთევანი, თავად შალვა (ქსნის) ერისთავის ასული (დ. 1826 — გ. 1906). ჰყავდა რვა შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსნის ერისთავიანთ ქალები: წ. 1 : XIV-XIX სს. / ვიტალი ქენქაძე. გვ. 58-60, თბ., 2014. - ISBN 978-9941-0-7200-0. 52
  • ჩიქოვანი, იური, ქსნის ერისთავები, გვ. 9, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]