ელიზაბეთ ჰერლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ ჰერლი
Elizabeth Hurley 2015 TCA Press Tour (cropped).jpg
ჰერლი 2015 წელს
დაბ. სახელი ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი
დაბ. თარიღი 10 ივნისი, 1965 (1965-06-10) (54 წლის)
ბესინგსტოკი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მოდელი
მსახიობი
აქტიური 1987–დღემდე

ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი (ინგლ. Elizabeth Hurley; დ. 10 ივნისი, 1965) — ინგლისელი მოდელი და მსახიობი.

ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი დაიბადა ქალაქ ბესინგსტოკში, დედამისის, სკოლის მასწავლებლის[1] — ანჟელა ჰერლისა და მამამისის, ბრიტანეთის არმიის მაიორის — როი ლეონარდ ჰერლის ოჯახში.[1] ჰყავს უფროსი და კეიტი, და უმცროსი ძმა მაიკლ ჯეიმზ ჰერლი.[2] ახალგაზრდა წლებში მოცეკვავის სურვილით გატაცებული, სწავლობდა ბალეტს, მოგვიანებით კი დაეუფლა ცეკვას. 1995 წელს ჰერლი იყო ამერიკული კომპანიის „Estée Lauder Companies“-ის მოდელი.[3] სამჯერ აღმოჩნდა ჟურნალ „ვოგის“ გარეკანზე.[4]

კინოში ელიზაბეთ ჰერლის დებიუტი შედგა 1987 წელს ფილმში „არია“.[1] სხვადასხვა დროს ითამაშა ფილმებში: „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“, „ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა“, „თაღლითები“, „სურვილებით დაბრმავებული“ და სხვ. მოღვაწეობს აგრეთვე როგორც ქველმოქმედი.

ჰერლი მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ ჰიუ გრანტთან. 2000 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა.[5] 2002 წლის 4 აპრილს ჰერლის სტივ ბინგისგან შვილი შეეძინა,[6] თუმცა ბინგი მამობას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ მასსა და ჰერლის შორის საამისოდ ურთიერთობა მეტად ხანმოკლე იყო.[7] დნმ-ის ხარჯზე გამოვლინდა, რომ ბავშვის მამა არის სტივ ბინგი.[8] 2002 წლიდან ჰერლი ურთიერთობაში იმყოფებოდა არუნ ნაიართან. 2007 წლის 2 მარტს წყვილი დაქორწინდა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ 2011 წლის 15 ივნისს ერთმანეთს დაშორდნენ. ჰერლი ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე ავსტრალიელ სპორტსმენთან შეინ უარნისთან.[9][10]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1983 არია მარიეტა
1986 ინპექტორი მორსი ჯულია 1 ეპიზოდი: უკანასკნელი მოწყენილი ხედვა
1988 ნიჩბის მოსმა ქარის მიმართულებით კლერ კლერმონი გონსალო სუარესის ფილმი
1988 კრისტაბელი კრისტაბელი ბბს სერიალი
1989 ნებაყოფლობითი საქმე კრისტინა სერიალი
1990 სიკვდილს აქვს ცუდი რეპუტაცია ჯულია სერიალი
1990 სასიკვდილო კრუიზი ლოუ
1991 ორქიდეის სახლი ნატალი 1 ეპიზოდი: ნატალი
1992 კარგი ბიჭები კანდიდა ეშტონი 1 ეპიზოდი: მიმართებითი მნიშვნელობა
1992 დიდი ზამთარი ემა სტეპლტონი
1992 ახალგაზრდა ინდიანა ჯოუნსის ქრონიკები ვიკი პრენტისი 1 ეპიზოდი: ლონდონი, 1916 წლის მაისი
1992 მგზავრი 57 საბრინა რიტჩი
1994 ბედლამი სტეფანი ლიელი
1994 შარპის მტერი ლედი ფერთინგდეილი ერთი ეპიზოდი
1995 დეტექტივ ჰარისონის ახალი საქმე სესილია ჰარისონი სატელევიზიო ფილმი
1995 ცოფიანი ძაღლები და ინგლისელები ანტონია დაიერი ჰენრი კოულის ფილმი
1996 სამსონი და დალილა დალილა სატელევიზიო ფილმი
1997 სახიფათო მიწა კარენი
1997 ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა ვანესა კენსინგტონი
1998 მუდმივი შუაღამე სანდრა
1999 ჩემი ფავორიტი მარსიანელია ბრეის ჩანინგი
1999 ედი ტელევიზორიდან ჯილი
1999 ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა ვანესა
2000 წყლის წონა ედელაინ განი კეთრინ ბიგელოუს ფილმი
2000 სურვილებით დაბრმავებული ეშმაკი
2001 ბოროტების გზა ენ ბიმერი
2002 ცუდი ბიჭი ანა ლოკჰარტი
2002 თაღლითები სარა მური
2004 მეთოდი რებეკა
2008 ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორი თავის თავი დოკუმენტური
2010 გაკეთებულია რუმინეთში თავის თავი
2014 ვიქტორი ალექსანდრა ივანოვი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ელიზაბეთ ჰერლი – thebiographychannel.co.uk. Retrieved 31 March 2007.
  2. ელიზაბეთ ჰერლის ბიოგრაფია. netglimse.com (2009). წაკითხვის თარიღი: 23 January 2011.
  3. Модель для подражания: Элизабет Херли против рака груди
  4. Vogue Covers – vogue.co.uk. Retrieved 17 June 2007.
  5. Hugh Grant and Elizabeth Hurley announce split – The Associated Press. 23 May 2000. Retrieved 17 February 2007.
  6. Timeline: The Bing and Hurley affair – bbc.co.uk. Retrieved 31 March 2007.
  7. Liz To Reveal All In Court – wenn.com 31 December 2001. Retrieved 6 August 2008.
  8. Bing is Hurley baby's father – BBC news 19 June 2002. Retrieved 16 June 2008.
  9. "Liz Hurley Has an Affair with Shane Warne", The Sun
  10. "Elizabeth Hurley Announces Split from Husband After Cheating Report", US Magazine