ელენ კარერ დ'ანკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენ კარერ დ'ანკოსი
ფრანგ. Hélène Carrère d’Encausse
Hélène Carrère d’Encausse par Claude Truong-Ngoc sept 2013.jpg
დაბ. თარიღი 6 ივლისი 1929(1929-07-06)[1] [2] [3] (91 წლის)
დაბ. ადგილი 16th arrondissement of Paris
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო late modern period
მუშაობის ადგილი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, პატენ-სორბონის უნივერსიტეტი და College of Europe
ალმა-მატერი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი და პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი[4]
მამა გიორგი ზურაბიშვილი
შვილ(ებ)ი Emmanuel Carrère, Marina Carrère d'Encausse და Nathalie Carrère
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[5] , ღირსების ორდენის ოფიცერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[6], ღირსების ორდენი[7] , პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის კომანდორი ვარსკვლავებით[8] , Commander of the Order of Leopold, Today Prize, honorary doctor of the Catholic University of Louvain, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, Ambassadors' Prize, prix du nouveau cercle de l'Union, Commander of the Order of the Southern Cross, Commander of the Order of Cultural Merit[9] , ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[10] , მეგობრობის ორდენი, honorary doctor of Sofia University[11] და honorary doctor of the Université de Montréal

ელენ კარერ დ'ანკოსი (ფრანგ. Hélène Carrère d'Encausse, ქალიშვილობაში — ელენე გიორგის ასული ზურაბიშვილი) (დ. 6 ივლისი, 1929, პარიზი) — ფრანგი პოლიტოლოგი, საბჭოთა კავშირის და რუსეთის პოლიტიკური ისტორიის მკვლევარი. პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, საფრანგეთის აკადემიის წევრი (1989) და მისი მდივანი.

დაიბადა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის გიორგი ზურაბიშვილის (ივანე ზურაბიშვილის ვაჟი) და ნატალი ფონ პელკენის ოჯახში; ამგვარად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილია. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. 1976 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „ბოლშევიკები და ეროვნებები 1929 წლამდე“, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს.

კარერ დ'ანკოსი პარიზის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სსრკ პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიაზე. საერთაშაშორისო ურთიერთობათა კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა სსრკ სექციას. იყო კვლევის უფროსი პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი). 1971 წლიდან მონაწილეობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური კომიტეტის სლავურ ჯგუფში. 1972 წელს პარიზში გამოვიდა მისი კაპიტალური ნაშრომი „საბჭოთა კავშირი — ლენინიდან სტალინამდე. 1917–1953 წლები“. 1978 წელს გამოიცა მისი გახმაურებული ნაშრომი „დამსხვრეული იმპერია“, რომელშიც იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა და უჩვენა, რომ საბჭოეთში სრულებითაც არ არის მოგვარებული ეროვნული საკითხი, მწვავედ დგას ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა, რაც ეროვნულ ერთეულებად დაშლის საფრთხეს უქადის მას. 1986 წელს გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „არც ომი, არც ზავი“, რომელიც ეხება ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელ სსრკ-სა და მის პოლიტიკას. 1994-1999 წლებში ის იყო ევროპარლამენტის წევრი მემარჯვენე-კონსერვატული პარტიიდან Rassemblement pour la République. გამოირჩევა ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური დამოკიდებულებით.

მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები, მ. შ. „საპატიო ლეგიონის“ რაინდის ორდენი და საფრანგეთის „ღირსების ორდენი“. 2003 წელს მაისში თბილისში ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა იგი დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის მედლით. დაჯილდოებულია ასევე ლომონოსოვის ოქროს მედლით (რუსეთი, 2008), ღირსების ორდენის ვარსკვლავის დიდი ჯვრით (პოლონეთი, 2011) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]