ელენე თოფურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოფურიძე.
ელენე თოფურიძე
დაბ. თარიღი 22 მაისი, 1922
დაბ. ადგილი ბათუმი
გარდ. თარიღი 29 სექტემბერი, 2004 (82 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორები
ჯილდოები საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ საპატიო ნიშნის ორდენი

ელენე თოფურიძე, აგრეთვე ცნობილი როგორც ლალა (დ. 22 მაისი, 1922, ბათუმი — გ. 29 სექტემბერი, 2004) — ქართველი ფილოსოფოსი.

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1945 წელს კი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე; კითხულობდა ლექციბს ესთეტიკის, დასავლეთ ევროპის და ამერიკის თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. 1998–2004 წლებში იყო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორ-კონსულტანტი. 1961–2004 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, ესთეტიკის განყოფილების გამგე. 1968 წელს მონაწილეობდა ესთეტიკის VI საერთაშორისო კონგრესის (უფსალა) და 1972 წელს ესთეტიკის VII საერთაშორისო კონგრესის (ბუქარესტი) მუშაობაში. იგი რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „იტალიური რომანტიზმის დრამის თეორია“, დაიცვა 1951 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა“, დაიცვა 1969 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]