ელენა შირმანი
ელენა შირმანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 იანვარი, 1908 |
დაბადების ადგილი | დონის როსტოვი |
გარდაცვალების თარიღი | 1942 |
გარდაცვალების ადგილი | როსტოვის ოლქი |
საქმიანობა | პოეტი, ჟურნალისტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | როსტოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
ჟანრი | narrative poetry |
ელენა მიხეილის ასული შირმანი (რუს. Елена Михайловна Ширман; დ. 21 იანვარი, 1908, დონის როსტოვი — გ. აგვისტო, 1942, როსტოვის ოლქი) — რუსი საბჭოთა პოეტი ქალი, ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელენა შირმანი დაიბადა დონის როსტოვში, სავაჭრო ფლოტის შტურმანის, მიხეილ ვულფის ძე შირმანის (1879-1942) ოჯახში.[1] [2] [3] [4] დედამისი, ლიუბოვ აბრამის ასული შირმანი (1890-1942),[5] [6] მუშაობდა მასწავლებლად, მოგვიანებით დაამთავრა არქეოლოგიური ინსტიტუტი[7] და მუზეუმში ბიბლიოთეკარად მუშაობდა.[8] [9] იყო დონის როსტოვის არქეოლოგიის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი და გამგეობის წევრი.[10] შირმანების ოჯახის სახლი მდებარეობდა პუშკინის ქუჩაზე, სახლი №154[11] შირმანების საშემოსავლო სახლი მდებარეობდა ვოროშილოვის გამზირზე, სახლი №16, რომელიც ამჟამად რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია[12]; ელენას ბაბუის — აბრამ ნახიმის ძე (ნიკოლოზის) ფრუმსონის საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა კაზანსკაიას ქუჩაზე, №76-ში (ახლანდელი სერაფიმოვიჩის ქუჩა. მოგვიანებით სახლში განთავსდა ტელეგრაფი).[13]
ბავშვობაში ელენა გატაცებული იყო სპორტით. ბრწყინვალედ ისროდა იარაღიდან, იყო კარგი მოჯირითე, მდინარე დონი გადაცურა და უკანაც ცურვით დაბრუნდა. უყვარდა ლექსების წერა, აქვეყნებდა როსტოვის გამოცემებში. მოგვიანებით, მისი ლექსები გამოქვეყნდა მოსკოვის ჟურნალებში „ოქტომბერი“ („Октябрь“) და „ცვლა“ („Смена“).
1933 წელს, როსტოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო ბიბლიოთეკაში, აგროვებდა და ამუშავებდა ფოლკლორს, განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1937 წელს ჩაირიცხა ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ილია სელვინსკის შემოქმედებით სემინარებს ესწრებოდა. ამავდროულად, იგი თანამშრომლობდა როსტოვის რიგ გამომცემლობებთან, ხელმძღვანელობდა საბავშვო ლიტერატურულ ჯგუფს და იყო გაზეთ „პიონერსკაია პრავდას“ ლიტერატურული კონსულტანტი. ბევრი მიმოწერა ჰქონდა კორესპონდენტ-ბავშვებთან. ეხმარებოდა მათ თავისი კეთილი სიტყვით, საქმით, აქტიურად ერეოდა მათ ცხოვრებაში. შავი ზღვის პირას, პიონერთა ბანაკში ელენამ ერთხელ მოისმინა, როგორ უყვებოდა 15 წლის მიშა ვასილენკო თავის ამხანაგებს ზღაპრებს და სერიოზულად სთხოვა, რომ ჩაეწერა ეს ზღაპრები. მიშა ყვებოდა ზღაპრებს და ელენა იწერდა. ისინი დიდხანს და ბევრს მუშაობდნენ. ასე შეიქმნა 15 წლის მოზარდისა და 25 წლის ჟურნალისტის ერთობლივი ნამუშევარი ზღაპრების წიგნი „ზურმუხტის ბეჭედი“. ამ წიგნს კითხულობდნენ როსტოველი ბავშვები 30-იან წლებში.
დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, ელენა ხელმძღვანელობდა დონის როსტოვში გამომავალ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ გაზეთს, რომელშიც იბეჭდებოდა მისი სატირული ლექსები, წერდა სააგიტაციო ფურცლებს და ბარათებს. 1942 წელს გამოიცა ელენა შირმანის ლექსების კრებული „N ქვედანაყოფის მებრძოლს“.
1942 წლის ივლისში, როსტოვის გაზეთ „Молот“-ის („ჩაქუჩი“) რედაქციის ოლქის ერთ-ერთ რაიონში გასვლით შემადგენლობაში ყოფნის დროს ელენა გერმანელებმა დაიჭირეს მთელი სარედაქციო მასალებით. ჰიტლერელებმა ელენას თვალწინ ჯერ მშობლები დაუხვრიტეს და აიძულეს მათთვის საფლევები გაეთხარა. მეორე დღეს პოეტესა თავად წაიყვანეს დასასჯელად. მას ტანსაცმელი შემოახიეს და ახლა უკვე თავისი საფლავის გათხრა აიძულეს.[14] [15] მხოლოდ 20 წლის შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ გაუსწორდნენ ჰიტლერელები ელენა შირმანს.
1964 წლის შემოდგომაზე ელენა შირმანის სახელი მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიგო. გაზეთმა — „Комсомольская правда“ გამოაქვეყნა მისი წერილი კიეველი გოგონას ლიალია იანენკოსადმი. რედაქტორმა ინა რუდენკომ ეს წერილი დააკომენტარა. რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთის რედაქციაში გამოჩნდა გერმანული კომენდატურის ყოფილი თანამშრომელი და მოიტანა ელენას დღიური, რომელიც მას შენახული ჰქონდა შირმანის დახვრეტის შემდეგ. ლექსები ამ დღიურიდან გამოქვეყნდა კრებულში „Жить!“ (1969). მკითხველი მოიხიბლა ელენას არაჩვეულებრივი ლექსებით.[16]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- და — ალიტა მიხეილის ასული რეზნიკოვა, დაქორწინებული იყო ფილოსოფოს ლაზარ ოსიპის ძე რეზნიკოვზე.[17]
- ძმისშვილი — დიმიტრი ლაზარეს ძე რეზნიკოვი (დ. 1931), ფილოლოგი.[18]
- ბიძა (დედის მხრიდან) — ნოხიმ აბრამის ძე ფრუმსონი (1873-1949) — იყო ოპერის მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), მარიინსკის თეატრის სოლისტი, ცნობილი სასცენო სახელით „ნიკოლაი როსტოვსკი“; კიდევ ერთი ბიძა არის არონ აბრამის ძე ფრუმსონი (იუგოვი, 1886-1954), სოციალ-დემოკრატი. დეიდა — მხატვარი ცივია აბრამის ასული როზენგოლცი (1870-1975).
- ბიძაშვილები — სსრკ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარი არკადი პავლეს ძე როზენგოლცი; პროფესორი და მოლოტოვის სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე გერმან პავლეს ძე როზენგოლცი (1895-1959 წწ.); მხატვარი ევა პავლეს ასული ლევინა-როზენგოლცი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бойцу N-ской части (сборник). — 1942.
- Жить! (сборник). — Советский писатель, 1969.
- Васильченко М. Е., Ширман Е. М. Изумрудное кольцо (сказки). — Ростов-н/Д, 1937.
- Советские поэты, павшие на Великой Отечественной войне. — 2005. — (серия «Новая библиотека поэта»)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Писатели Советского Дона: Био-библиогр. справочник. Вып. 1 и 2 / [Сост.: Д. И. Руманова, Д. К. Жак и др.]. — Ростов н/Д.: Тип. изд-ва «Молот», 1948. — С. 102—103. — 112 с. — (Рост. гос. науч. б-ка им. К. Маркса). — 2500 экз.
- Бакулина Н. В. Записки из прифронтового города: воспоминания о Елене Ширман в годы Великой Отечественной войны // Донской временник. Год 2008-й: краеведческий альманах / Донская гос. публичная библиотека. — Ростов-н/Д, 1993—2014
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «Эти стихи, наверное, последние…» დაარქივებული 2023-05-17 საიტზე Wayback Machine.
- Дарю тебе весь этот мир
- Последние стихи
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Карточка Михаила Ширмана в музее Яд Вашем (Иерусалим)
- ↑ В различных документах упоминается отчество Владиславович и Владимирович.
- ↑ Купцы Ростова-на-Дону: Дед, Вульф Михелевич Ширман, был купцом 2-й гильдии, с 1869 года — биржевым маклером. Он поселился в Ростове-на-Дону в 1864 году.
- ↑ Алфавит евреев, имеющих учёные степени, Ростовских н/Д купцов и мещан, проживающих в г. Ростове-на-Дону (1896)
- ↑ Карточка Любови Ширман в музее Яд Вашем (Иерусалим)
- ↑ Карточка Елены Ширман в музее Яд Вашем (Иерусалим)
- ↑ «Эти стихи, наверное, последние…» (Елена Ширман). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-21. ციტირების თარიღი: 2023-05-17.
- ↑ Н. А. Казарова «И. П. Козловский и его хроника»
- ↑ Ширман Елена Михайловна. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-21. ციტირების თარიღი: 2023-05-17.
- ↑ Список почётных членов, членов-учредителей, действительных членов, членов-корреспондентов Северо-Кавказского краевого общества археологии, истории и этнографии на 2 августа 1927 года
- ↑ Алфавит евреев, имеющих учёные степени, Ростовских н/Д купцов и мещан, проживающих в г. Ростове-на-Дону (1896): Этот дом (тогда улица Пушкинская, 152) 13 августа 1875 года приобрели дед и бабушка поэтессы — Вульф Михелевич Ширман (1836—?) и Анна Венедиктовна Ширман (1846—?). Последняя жила в нём вместе с сыном и внучками, и в 1913 году ещё числилась его владелицей.
- ↑ Памятники регионального значения, находящиеся на учёте в Администрации Ростовской области на 1 января 2009г.
- ↑ Список жителей Ростова-на-Дону (1913)
- ↑ Воспоминания Риты Корн
- ↑ База данных Музея Яд Вашем
- ↑ Елена Ширман. Письма ненайденным адресатам
- ↑ И. Н. Калабухова «Приключение длиною в сорок пять лет»
- ↑ Как мы снимались в фильме «Довлатов»