ეკა ჭყოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკა ჭყოიძე
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1976(1976-08-21) (47 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იოანინის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი

ეკა ჭყოიძე (დ. 21 აგვისტო, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ფილოსოფიის დოქტორი ბიზანტიის ისტორიის განხრით, ასოცირებული პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკა ჭყოიძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1999 წელს სწავლა განაგრძო ქ. იოანინის უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შუასაუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებათა კათედრაზე, ბიზანტიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2006 წელს, იმავე განყოფილებაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბიზანტია ქართული წყაროების მიხედვით (IX-XI საუკუნეების ქრონიკები და ჰაგიოგრაფიული ტექსტები)“, ბერძნულად: „Το Βυζάντιο μέσα από τις γεωργιανές πηγές (Χρονικά, Βίοι Αγίων 9ος-11ος αι.)“. საბერძნეთში სწავლისას მიღებული აქვს სტიპენდიები ა. ონასისის საქველმოქმედო და საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდებიდან. 2008-2009 სასწავლო წელს მუშაობდა პოსტდოქტორანტ მკვლევრად პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ). მეორედ პოსტსადოქტორო სტიპენდია მიიღო 2012-2013 წლებში ათენის უნივერსიტეტის პლატონის აკადემიისა და ა. ონასისის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი დაფინანსებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ჯერ ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]