შინაარსზე გადასვლა

ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესია
ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესია — რუსეთი
ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°43′02″ ჩ. გ. 30°23′49″ ა. გ. / 59.71722° ჩ. გ. 30.39694° ა. გ. / 59.71722; 30.39694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1746-1756

ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესია (რუს. Церковь Воскресения Христова) — კარის მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ პუშკინში, მდებარეობს ეკატერინეს სასახლის ტერიტორიაზე. აგებულია 1746-1756 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

მას შემდეგ რაც სარსკის მიწა გადაეცა ეკატერინეს, მის სასახლეში ჩამოაყალიბა ეკლესია წმინდა ეკატერინეს სახელზე. ეს იყო პირველი ეკლესია ცარსკოე-სელოში.

სასახლის მარჯვენა ფლიგელში, პირველ სართულზე, იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა 1740-იან წლებში აკურთხებინა მცირე, ოთახის, ეკლესია. ეკლესია გააუქმეს 1761 წლის შემდეგ. 1796 წელს ეკატერინე II-მ ბრძანა ოთახის ეკლესიის მოწყობა სასახლესა და ცივ აბანოს შორის. ეკლესია ააგეს 1797 წელს, მაგრამ ალექსანდრე I-ის ბრძანებით დაშალეს.

1746 წლის ზაფხულში პეტრე III-მ და მისმა ცოლმა ეკატერინე ალექსის ასულმა საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი ეკლესიის მშენებლობას. ტაძრის კურთხევა მოხდა 1756 წლის 10 აგვისტოს. კურთხევის აღასანიშნად ქვემეხებიდან 51-ჯერ გაისროლეს.

1820 წლის ხანძრის გამო ეკლესია დაიწვა, განადგურდა ინტერიერის დიდი ნაწილი. ტაძრის რესტავრაცია წარიმართა არქიტექტორ ვ. პ. სტასოვის ხელმძღვანელობით. აღდგენილი ტაძარი ხელახლა აკურთხეს 1822 წლის 14 აპრილს.

1863 წლის 28 ივნისს ტაძარი კვლავ ხანძარმა გაანადგურა. ხანძარმა გაანადგურა სტასოვისეული გუმბათი. განახლებული ტაძარი აკურთხეს 1864 წლის 8 ნოემბერს. ტაძარში ღვთისმახურება შეწყდა 1917 წელს, თუმცა ოფიციალურად ტაძრის ლიკვიდაცია მოხდა 1922 წლის 22 მაისს.

1957 წელს დაიწყო ტაძრის რესტავრაცია. 1963 წელს აღადგინეს გუმბათი, თუმცა ტაძარი დღევანდელ დღემდე სრულად არ არის რესტავრირებული.

  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп.. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 11—13, 19—20, 21, 76—83. — ISBN 5-9900655-3-1.
  • Яковкин И. История Села Царского. — СПб., 1829. — Т. I. — С. 47—48.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]