ეისელი
იერსახე
| ეისელი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 113 კმ |
ეისელი (ნიდერლ. IJssel) — მდინარე რაინის ტოტი ნიდერლანდებში, გელდერლანდისა და ოვერეისელის პროვინციებში. სიგრძე 113 კმ. ქალაქ არნემის სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოეყოფა ნიდერ-რაინს და მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთით. ერთვის ეისელმერის ტბას. მდოვრე წყალი აქვს. სანაოსნოა. დიდი რაოდენობით მოაქვს შლამი. ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: რედენი, ზიტფენი, დევენტერი და სხვ. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 300 მ³/წმ.