შინაარსზე გადასვლა

ეთნოფსიქოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეთნოფსიქოლოგია – ეთნიკური ფსიქოლოგია, ხალხთა ფსიქოლოგია, საღვარგარეთული ფსიქოლოგიის განშტოება, რომელიც სწავლობს სხვადასხვა რასისა და ერის ფსიქიკურ წყობასა და ქცევის თავისებურებებს. ეთნოფსიქოლოგიური გამოკვლევის მიზანია, ერთი მხრივ, ურთიერთკავშირის დადგენა მოქმედების ტიპსა და კულტურულ ხასიათს, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ თავისებურებასა და ფსიქიკას შორის. ასეთი გამოკვლევები უპირატესად ემპირიული, შედარებით-აღწერითი ხასიათისაა. ეთნოფსიქოლოგიის ისტორია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეთნოგრაფიულ და ანთროპოგენულ განვითარებასთან. მისი წყაროა მასიონერებისა და მოგზაურების ანგარიშები, რომლებიც ყოველთვის სანდო არ იყო. ამ მასალის საკუთრივ განზოგადოება სცადა ვილჰელმ ვუნდტმა თავის ნაშრომებში ხალხთა ფსიქოლოგიის შესახებ. მაგრამ, ეს ნაშრომები ეფუძნება არასწორ, იდეალისტურ წინამძღვარს. კერძოდ, თითქოს არსებობს განსაკუთრებული სუბსტანციური ხალხური სული. ეთნოფსიქოლოგიის მიერ დადგენილი არ არის ისეთი თვისებები, რომელთა საფუძველზე შეიძლებოდა გველაპარაკა ერთი ერის უპირატესობაზე სხვა ერთან შედარებით.