შინაარსზე გადასვლა

ეთნოგრაფიული მუზეუმი (ბელგრადი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთნოგრაფიული მუზეუმი
44°49′11″ ჩ. გ. 20°27′22″ ა. გ. / 44.8198000° ჩ. გ. 20.4562694° ა. გ. / 44.8198000; 20.4562694
დაარსდა 1901
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
მდებარეობა ბელგრადი
კლასიფიკაცია ეთნოგრაფიული მუზეუმი
დირექტორი მარკო კრსტიჩი
ოფიციალური საიტი etnografskimuzej.rs
Map

ეთნოგრაფიული მუზეუმი (სერბ. Етнографски музеј) — მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბელგრადში, სერბეთის დედაქალაქში. ის არის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.[1] ბელგრადში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი მუშაობს სერბეთში ხელნაკეთობების წარმოდგენის, გაცოცხლებისა და განვითარების მიმართულებით.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ბელგრადში დაარსდა 1901 წელს, როდესაც ეთნოგრაფიული განყოფილება გამოეყო სერბეთის ეროვნულ მუზეუმს. პირველი მუდმივი გამოფენა მუზეუმში მოეწყო 1904 წლის 20 სექტემბერს, სერბეთის პირველი აჯანყების 100 წლისთავისთვის. მუშაობის პირველ წლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის საქმიანობა ორიენტირებული იყო მუზეუმის ნივთების შეძენაზე და სერბეთის სამეფოს საზღვარგარეთ წარმოჩენაზე.

პირველი მსოფლიო ომის დროს განადგურდა დიდი რაოდენობით ექსპონატები, ასევე დოკუმენტაცია და ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა მოგვიანებით აღდგა 1920 წელს. დღეს მის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 60 000 პუბლიკაცია: 33 000 წიგნი და დაახლოებით 27 000 ჟურნალი ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო დისციპლინების შესახებ.

მეორე მსოფლიო ომის დროს მუზეუმის ობიექტები შეფუთეს და იმდროინდელი შენობიდან გაიტანეს. ომის შემდეგ, მუზეუმი გადაიტანეს ბელგრადის საფონდო ბირჟის შენობაში, სტუდენტების გამზირის 13 ნომერში.

მუზეუმის კოლექციები ამჟამად მოიცავს დაახლოებით 200 000 ნივთს, რომელთაგან 56 000 ეთნოგრაფიული ობიექტია.

სერბული სახლი, ბელგრადში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი

სტევჩე მიჰაილოვიჩის სახლიდან გადატანის შემდეგ, რომელიც მდებარეობდა კნეზა მილოშასა და ბირჩანინოვას ქუჩების კუთხეში,[2] მუზეუმი 1951 წელს გადავიდა სტუდენტების მოედნის 13 ნომერში, რომელიც აშენდა 1933 და 1934 წლებში. შენობა დააპროექტა ალექსანდარ ჯორჯევიჩმა.[3] შენობის აშენება ბიზნესის და საცხოვრებელი მიზნებისათვის იყო საჭირო. მისი არქიტექტურული ფორმებიდან გამომდინარე, ის მოდერნისტურ სტილშია აშენებული, რომელზედაც იგრძნობა უცხოური, განსაკუთრებით გერმანული არქიტექტურის გავლენა.[4] მუზეუმი ხუთსართულიანი შენობაა, რომელიც აკადემიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუზეუმის სიახლოვეს მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორატი,[5] ფილოლოგიის ფაკულტეტი), კულტურული ინსტიტუტები (კოლარაცის ეროვნული უნივერსიტეტის შენობა[6]) და ქალაქის ადმინისტრაციული შენობები (ბელგრადის მუნიციპალიტეტის შენობა,[7] ქალაქის პოლიცია). მშენებლობისთანავე, შენობა აღიარეს, როგორც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტი და დღესდღეობით, ის ფასდება, როგორც სერბული არტ-დეკოს არქიტექტურული სტილის ნაწილი.[8] შენობას ჰქონდა ორიგინალური საფონდო ბირჟის დანიშნულება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და ომის დასრულების შემდეგ, შენობის ერთმა ნაწილმა დანიშნულება შეცვალა. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში სარდაფის ნაწილი, მიწისქვეშა სართული, ანტრესოლი და პირველი და მეორე სართულები ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადაეცა. 1951-1954 წლებში შენობის ამ ნაწილს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა მუზეუმის კოლექციების განთავსებისა და საგამოფენო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ხოლო 1983-1984 წლებში ჩატარებული განახლების შედეგად შენობის ხუთივე სართული თითქმის მთლიანად მუზეუმად გადაკეთდა. როგორც ურბანულ-არქიტექტურული, კულტურული და ისტორიული ღირებულებების ნაწარმოები, ეთნოგრაფიული მუზეუმი შენობაში ოფიციალურად გადავიდა 1984 წელს, ხოლო შენობამ კულტურული ძეგლის სტატუსი მიიღო.

დღემდე ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა რვა მუდმივი გამოფენა და 300-მდე დროებითი გამოფენა. მუდმივ გამოფენას შენობის სამი დონე უკავია. დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულია დიდი რაოდენობით ეთნოგრაფიული ობიექტები, რომლებიც გადანაწილებულია კერძო კოლექციებში (ავეჯი, სამკაულები, კოსტიუმები, ხალხური არქიტექტურა, ინდუსტრია, მეცხოველეობა, ტრანსპორტი, საკულტო საგნები და ა.შ.). მუზეუმდ დღესდღეობით აქვს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მუზეუმი ასევე ორგანიზებას უწევს ფართო ეთნოგრაფიულ კვლევებს. 2013 წლის 7 ივნისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, წარმოდგენილი იყო სერბეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია, რომელიც შედგება 27 ელემენტისგან.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ethnographic Museum in Belgrade დაარქივებული 31 January 2009 საიტზე Wayback Machine. .
  2. Завод за заштиту споменика културе града Београда, досије споменика културе Етнографски музеј; З.М., „Етнографски музеј у Београду“, ГМГБ 1, 1954, 316–321.
  3. Завод за заштиту споменика културе града Београда, часопис Наслеђе, Милан Просен, Градитељски опус архитекте Александра Ђорђевића (1890-1952) http://beogradskonasledje.rs/wp-content/uploads/2012/09/7/9_milan_prosen.pdf accessed 30.01.2017.
  4. Belgrade City Institute for the Protection of Cultural Monuments /Ethnographic Museum
  5. http://beogradskonasledje.rs/kd/zavod/stari_grad/kapetan_misino_zdanje.html accessed 30.01.2017.
  6. http://beogradskonasledje.rs/kd/zavod/stari_grad/zgrada_kolarcevog_narodnog_univerziteta.html accessed 30.01.2017.
  7. http://beogradskonasledje.rs/kd/zavod/stari_grad/zgrada_beogradske_opstine.html accessed 30.01.2017.
  8. Милан Просен, Ар деко у Србији, рукопис докторске дисертације одбрањене на Одељењу за историју уметности Филозофског факултета Универзитета у Београду 2014. године, 335-336.
  9. Serbian intangible heritage includes... (B92, 7 June 2013)