ეზრა მთაწმიდელი
იერსახე
ეზრა მთაწმიდელი — XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ათონის ივერთა მონასტრის მოღვაწე. მას იოანე მთაწმიდლის სახელზე 1044-1074 წლებში შეუთხზავს საგალობელი, რომელშიც იოანესთან ერთად შექებულია მისი შვილი შვილი, ექვთიმე მთაწმიდელი. ჰიმნოგრაფს უსარგებლია გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიული თხზულებით „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“, საიდანაც ამოუღია ფაქტობრივი მასალა, ცალკეული ფრაზები და მხატვრული სახეები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ქართველისაჲ, რომელმან აღაშენა მთაწმიდას დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ (ავტორი) // ჩვენი საუნჯე ტ. 1, ძველი მწერლობა . - თბილისი, ნაკადული, 1960.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
- ონიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 47.
- ჯღამაია ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 566.