ეზინო-ლარიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომუნა
ეზინო-ლარიო
Comune di Esino Lario
135-BVolo Delta 2006 12 24 009.jpg
ეზინო-ლარიო ზემოდან
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
დაქვემდებარება იტალიის კომუნა
რეგიონი ლომბარდია
პროვინცია ლეკოს პროვინცია
კოორდინატები 46°00′00″ ჩ. გ. 9°20′00″ ა. გ. / 46.00000° ჩ. გ. 9.33333° ა. გ. / 46.00000; 9.33333
დაარსდა 1927
ფართობი 18,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 913
მოსახლეობა 760 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 41 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 23825
საფოსტო ინდექსი 0341
საავტომობილო კოდი LC
ოფიციალური საიტი comune.esinolario.lc.it
ეზინო-ლარიო — იტალია
ეზინო-ლარიო

ეზინო-ლარიო (იტალ. Esino Lario) — კომუნა იტალიაში. მდებარეობს ლომბარდიის რეგიონში, ლეკოს პროვინციაში. მდებარეობს მილანიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში, ლეკოდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კილომეტრში და კომოს ტბიდან აღმოსავლეთით 4,3 კილომეტრში. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით კომუნაში ცხოვრობდა 772 ადამიანი. კომუნის ფართობია 18,7 კმ². ესინოს მუნიციპალიტეტი ასევე მოიცავს ბიგალიოს და ორტანელიას.

ეზინო-ლარიოს კომუნას ესაზღვრება, შემდეგი კომუნები: კორტენოვა, ლიერნა, მანდელიო-დელ-ლარიო, პარლასკო, პასტურო, პერლედო, პრიმალუნა, ტაჩენო და ვარენა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ალპების მთისწინეთში, გრიგნის მთათა სისტემის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, კომოს ტბის აღმოსავლეთით 4,3 კილომეტრში, ვალსასინის პატარა ხეობის დასაწყისში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ქალაქი შედგება ორი რაიონისაგან ზემო ესინო და ქვემო ესინო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ცვლილება:

იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეზინო-ლარიოს კომუნა შეიქმნა 1927 წელს ზემო და ქვემო ეზინოს შეერთების შედეგად[1].

პრეისტორია, კელტები და რომაელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელი გამყინვარება მეოთხეული სისტემის ვიურმულ ეპოქაში, 70 000 წლის წინ დაიწყო, რომელმაც მოიცვა კომოს ტბის მიმდებარე ტერიტორიები და საკმაოდ შეცვალა ზედაპირის მდგომარეობა: შეცვალა მთების ზომები, შექმნა ნაყოფიერი მორენული ტერასები. ეზინო-ლარიოს ლანდშაფტი მდიდარია მეოთხეული ნამარხებით, ლოდებითა და გამოქვაბეულებით.

ადამიანის არსებობა ეზინო-ლარიოს ტერიტორიაზე დასტურდება ნეოლითის პერიოდიდან. ქალაქში არქეოლოგიური ძეგლები მრავლადაა აღმოჩენილი და ყველაზე ადრეულია ძვ. წ. V საუკუნის ნიმუშები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ ეზინო-ლარიო მდებარეობდა ანტიკური გზების გზაჯვარედინზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენლია კელტური ნეკროპოლისები.

რომაული პერიოდის განმავლობაში ბარბაროსების შემოსევებისაგან თავის დაცვის მიზნით, რომაელებმა მოამზადეს დამცავი ხაზები, რომლებითაც ერთმანეთთან ჰქონდათ კომუნიკაცია, ღამე ცეცხლით და დღისით ბოლით. ესინოს ციხესიმაგრე სწორედ ამ დამცავი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო.

ლომბარდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიის დაცემისას, ოდოაკრის და გუთების ბატონობის შემდეგ, ბიზანტიელებმა გამანადგურებელი ომით დაიპყრეს იტალია. ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ ლანგობარდები ფრიულიდან და 569 წელს დაიპყრეს მილანი. ბიზანტიის იმპერიის ძალებმა, მაგისტროსი ფრანკიონის მეთაურობით დაიცვეს ეზინო-ლარიო იმ იმედით, რომ გადარჩებოდნენ ლანგობარდების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი არ ემორჩილებოდნენ მათ 20 წლის განმავლობაში, იმიტომ, რომ თავი აერიდებინათ დიდი რეპრესიებისათვის, რომელიც მეფე ალბოინის გარდაცვალებას და შეძლებული რომაელი ლტოლვილების კეთილგანწყობით მიღებას მოჰყვა. ბოლოს, ფრანკიონს მოუხდა, რომ ალყაში მოექცია კუნძული კომაჩინა. ლანგობარდმა მეფემ აუტარმა დაიპყრო ტერიტორია. ლანგობარდებმა ადგილობრივ მოსახლეობას ნება დართეს, რომ გაეგრძელებინათ მიწის დამუშავება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Royal Decree No. 1648 of 12 August 1927. Official Gazette of the Kingdom of Italy. წაკითხვის თარიღი: 2015-07-14.