ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი საქართველოდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი საქართველოდან — პროგრამა საქართველოში, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის მიერ.

ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის მანდატი ერთწლიანია. კონკურსის გამარჯვებული მონაწილეობას იღებს ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ორ სესიაში, აგრეთვე მოსამზადებელ პროგრამაში.

პროგრამის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის საბჭოს დროშა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 636 წარმომადგენელს აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.

ევროპის საბჭოს კონგრესი შექმნის დღიდან მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებასა და დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერას სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ეს მიდგომა ინსტიტუციურად ჩამოყალიბდა 1992 წელს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობის წესდების მიღებით.

კონგრესის 2012 წლის ანგარიშის „ახალგაზრდობა და დემოკრატია: ახალგაზრდების ჩართულობის სახეცვლილება“ თანახმად, XXI საუკუნეში აუცილებელი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გადახედვა. ამ მიზნის მისაღწევად, 2014 წელს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის პროგრამა.

საქართველო პროგრამის განხორციელებაში 2014 წლიდან მონაწილეობს. დელეგატის შერჩევა წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიდეომასალის საფუძველზე ევალება ევროპის საბჭოს კომისიას, რომელიც სტრასბურგში იკრიბება.

პროგრამის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის საბჭოს კონგრესის ლოგო

ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატად შერჩეული პირები ახალგაზრდებთან გადიან კონსულტაციებს, ატარებენ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და დაფინანსებით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად და ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით.

მოგვიანებით, ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი მიემგზავრება ევროპის საბჭოს სათაო ოფისში (სტრასბურგი, საფრანგეთი). სტრასბურგში ის მონაწილეობს სპეციალურად ახალგაზრდა დელეგატისთვის შემუშავებულ მოსამზადებელ პროგრამაში, ხოლო მოგვიანებით მონაწილეობას იღებს კონგრესის ორ - საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებში - სადაც, როგორც ახალგაზრდა დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, საქართველოს დელეგაციასთან თანამშრომლობით, მონაწილეობას იღებს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის კონგრესის წინაშე.

ახალგაზრდა დელეგატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლიდან ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატები საქართველოდან არიან:

სურათი სახელი კონგრესის სესიები უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. თეონა ლავრელაშვილი 27, 28 2014 2015
2. გიორგი ჩაფიძე 29, 30 2015 2016
3. დიანა ენდელაძე 31, 32 2016 2017
4. გიორგი მელაშვილი 34, 35 2017 2018
5. კოკა კაპანაძე 35, 36 2018 2021
6.
7. ლიკა აბრამიშვილი 2021 2022

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]