საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში — პროგრამა საქართველოში, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით. გაეროში ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენლის მანდატი ერთწლიანია.

პროგრამის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს დროშა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პროგრამის განხორციელება 1981 წლიდან დაიწყო, როდესაც წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

პროგრამის განხორციელება საქართველოში 2012 წლიდან იწყება. სხვადასხვა ეტაპზე პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა.

ამჟამად პროგრამა ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

პროგრამის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად შერჩეული პირები ახალგაზრდებთან გადიან კონსულტაციებს, ატარებენ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება. წარმომადგენელი წარადგენს საქართველოს ახალგაზრდებს სხვადასხვა საერთაშორისო ღონოსძიებებში. მონაწილეობას იღებს ახალგაზრდულ აქტივობებში.[1]

ახალგაზრდობის წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2018 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან:

სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. გიორგი ჭეხანი [2] 2012 2013
2. თორნიკე ზურაბაშვილი[3] 2013 2014
3. ლაშა შაყულაშვილი[4] 2014 2015
4. მარიამ სიხარულიძე[5] 2015 2016
5. თათია დოლიძე[6] 2016 2017
6. გიორგი ტუმასიანი[7] 2017 2018
7. ლიკა ტორიკაშვილი[8] 2018 2019

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კონკურსი „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“
  2. საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში
  3. კონკურსის ფინალური ეტაპი
  4. საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი გაეროში ლაშა შაყულაშვილი გახდა
  5. ახალგაზრდობის წარმომადგენლი გაეროში მარიამ სიხარულიძე გახდა
  6. საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე გახდა
  7. საქართველოს ახალგაზრდობის 2017 წლის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი გახდა
  8. საქართველოს ახალგაზრდობის 2018 წლის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი გახდა