ევროზონის გაფართოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევროზონის გაფართოება არის ევროკავშირში (EU) მიმდინარე პროცესი, რომელიც მიუთითებს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაზე, დანიის, გაერთიანებული სამეფოს და შვედეთის (დე ფაქტო) გამოკლებით, შემოიღონ ევრო ერთადერთ ვალუტად, როგორც კი მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ეს გულისხმობს ვალუტის გაცვლითი კურსის ევროპული მექანიზმის (ERM II) ორწლიან ეტაპს და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან ინფლაციის შენარჩუნებას.

საწყის ეტაპზე ევრო ევროკავშირის 11 სახელმწიფომ შემოიღო 1999 წელს. საბერძნეთი ევროზონას შეუერთდა 2001 წელს, ჯერ კიდევ ევროს ემისიამდე და სხვა ეროვნული ვალუტების ამოღებამდე. სლოვენია შეუერთდა 2007 წლის 1 იანვარს, კვიპროსი და მალტა 2008 წლის 1 იანვარს, სლოვაკეთი 2009 წლის 1 იანვარს,[1] და სულ ბოლოს - ესტონეთი 2011 წლის 1 იანვარს.[2]

განრიგის მიხედვით, დარჩენილი სახელმწიფოებიდან უახლოესის მიერთება მოსალოდნელია 2014 წელს. დანიას არ აქვს მიერთების ვალდებულება, მაგრამ გეგმავს მეორე რეფერენდუმის გამართვას ევროზონიდან განცალკევების გაუქმებაზე. შეერთების შემთხვევაში, დანიას შეუძლია ევრო მყისვე შემოიღოს, რადგან „ERM II“ გავლილი აქვს. გაერთიანებული სამეფო და შვედეთი ERM II-სგან განცალკევებულნი არიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kubosova, Lucia (5 May 2008)). „Slovakia confirmed as ready for Euro“. euobserver.com. ციტირების თარიღი: 25 January 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Ministers offer Estonia entry to eurozone January 1