ევიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევიანი
ტიპი კერძო კომპანია (1829–1970)
დარგი სასმელი ინდუსტრია
დაფუძნდა 1829; 193 წლის წინ (1829) როგორც "Societe des Eaux Minerales"[1]
მიზეზი შეიინა BSN Group მა 1970; 52 წლის წინ (1970) წელს[1]
სათავო ოფისი ,
საფრანგეთი
პროდუქცია ჩამოსხმული წყალი
მშობელი Danone
საიტი evian.com

ევიანი (ფრანგ. Evian [evjɑ̃], სტილიზებული როგორც evian) – ფრანგული კომპანია, რომელიც აწარმოებს მინერალურ წყალს ჟენევის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, რამდენიმე წყაროდან, ებიან-ლე-ბენის მახლობლად. კომპანია წელიწადში 2 მილიარდზე მეტ პლასტმასის ბოთლს აწარმოებს.[2]

დღეს Evian ფრანგულ მრავალეროვნულ კორპორაცია Danone-ს ეკუთვნის . მინერალური წყლის გარდა, ევიანის სახელის ქვეშ Danone Group აწარმოებს კანის მოვლის ორგანულ საშუალებებს. გარდა ამისა ამავე სახელს ატარებს მდიდრული კურორტი საფრანგეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევიანში არსებული წყლის სასარგებლო თვისებები პირველად გრაფმა ჟან-შარლ დე ლაიზერმა,[3] ჯერ კიდევ 1789 წელს დაამტკიცა.[4] .

ევიანი საჯარო კომპანია 1859 წელს გახდა სახელით „Société anonyme des eaux minérales de Cachat“. ერთი წლის შემდეგ ტურინის ხელშეკრულებით სავოია საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა და ევიანიც ფრანგული კომპანია გახდა. 1878 წელს, მედიცინის აკადემიის რეკომენდაციით, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ხელახლა გასცა Cachat-ის წყლის ჩამოსხმის უფლება. 1908 წელს ევიანის წყლის გაყიდვა მინის ბოთლებში დაიწყო, 1969 წელს კი წყლის PVC ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყო.

მომდევნო წელს ევიანის ბრენდის 100%-იანი წილი BSN Group-მა შეიძინა (დღეს Danone Group). 1995 წელს დაიწყო წყლის PET ბოთლებში ჩამოსხმა.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევიანი
pH 7.2
კალციუმი (Ca) 80
ქლორი (Cl) 6.8
მაგნიუმი (Mg) 26
კალიუმი (K) 1
ნატრიუმი (Na) 6.5
საერთო მინერალიზაცია (TDS) 300

Evian-ის წყარო საფრანგეთის ალპებში 2015 წლის განმავლობაში საფრანგეთის საზღვრებში მოქმედი ყველაზე დიდი საწარმო ობიექტი იყო.[5] კომპანია დღეში 6 მილიონ პლასტმასის ბოთლს აწარმოებს, ეს წელიწადში 2 მილიარდზე მეტია.[2]

მომღერალი და სიმღერების ავტორი დუა ლიპა რეკლამას უკეთებს Evian Water-ს

საზოგადოებაში ევიანს მდიდრული და ძვირადღირებული ჩამოსხმული წყლის რეპუტაცია აქვს. მისი სახელი გაჟღერდა აგათა კრისტის რომანში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. წყალი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდში.

ბრენდი ხშირად თანამშრომლობს მაღალი მოდის დიზაინერებთან სპეციალური დიზაინის მქონე ბოთლების ლიმიტირებული სერიის გამოსაშვებათ. 2013 წელს ლიმიტირებული გამოშვების ბოთლის დიზაინი შეზღუდული გამოშვების ბოთლების სერიისთვის დაიან ფონ ფიურსტენბერგმა შექმნა, 2014 წელს ელი სააბმა, 2015 წელს კენზომ, 2016 წელს ალექსანდერ ვანგმა, 2017 წელს ბრენდმა ამ მიზნით კრისტიან ლაკრუასთან ითანამშრომლა, 2018 წელს კი კიარა ფერანისთან.

ევიანი მუშაობდა Virgin Records-თან და EMI- თან 1998 წელს მიქს ალბომისთვის Club Nation . ალბომში იყო ევიანის მრავალი რეკლამა, მათ შორის ლოგო გარეკანზე, ბუკლეტში ექვსი სრული გვერდი, ევიანის ბოთლის გამოსახულება CD1-ზე და დაქუცმაცებული ბოთლი ევიანი CD2-ზე.

2009 წელს ევიანმა წამოიწყო სარეკლამო კამპანია „Evian Roller Babies“. კამპანიამ მოიპოვა ოქროს ჯილდო 2009 წლის ლონდონის საერთაშორისო დაჯილდოებაზე საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.[6]

Evian- ის ბრენდის ელჩები არიან მომღერალი დუა ლიპა[7], ჩოგბურთელი ემა რადუკანუ[8] და სხვები.

2014 წელს ევიანმა ითანამშრომლა The Amazing Spider-Man 2 -თან რეკლამის შესაქმნელად და 150+ მილიონი ნახვა მოიპოვა YouTube-ზე .[9][10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gaines, Melinda. Facts about Evian.
  2. 2.0 2.1 Qureshi, Waqas. (2014-06-20) Evian churns out six million bottles daily while reducing carbon footprint en. ციტირების თარიღი: 2022-01-14
  3. Bigar, Sylvie. Jul 15, 2019,06:28am EDT. forbes.com Forbes magazine. ციტირების თარიღი: 19 May 2021
  4. Morgan. EVIAN RESORT, FRANCE. The Review. ციტირების თარიღი: 19 May 2021
  5. evian: the largest food production site in France is now carbon neutral. medium.com/@Danone (17 September 2015). ციტირების თარიღი: 19 May 2021
  6. Evian wins Gold Award for Best Visual Effects en. www.awn.com. ციტირების თარიღი: 2020-08-25
  7. Dua Lipa Joins Evian as Global Brand Ambassador. ციტირების თარიღი: 15 December 2021
  8. Emma Raducanu named Evian global brand ambassador. ციტირების თარიღი: 15 December 2021
  9. The Amazing Spider-Man 2 - evian Commercial, https://www.youtube.com/watch?v=JqNjeNeJzuA. წაკითხვის თარიღი: 2022-01-24
  10. NJ.com, Amy Kuperinsky | NJ Advance Media for. (2014-04-03) Viral Video: Evian baby is back with cameo from Spider-Man en. ციტირების თარიღი: 2022-03-06