ევგენი პრიგოჟინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Anry.kiknavelidze.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: აგვისტო 23, 2023.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 25 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Anry.kiknavelidze.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Anry.kiknavelidze.|ევგენი პრიგოჟინი}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი (რუს. Евгений Викторович Пригожин; დ. 1 ივნისი, 1961, ლენინგრადი23 აგვისტო, 2023) — რუსი ბიზნესმენი, რუსული კომპანიისა და ჯგუფის „კონკორდის“ ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი.

აკონტროლებდა ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც ჩართულია სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ასევე კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ს 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევაში. პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გრუ-სთან. კომპანია „კონკორდი“ ეწეოდა რუსეთში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების კვებას, რისი წყალობითაც პრიგოჟინმა მედიაში მეტსახელი „პუტინის მზარეული“ მიიღო.[1][2] გამოცემა „დელავოი პეტერბურგმა“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში პრიგოჟინი 72-ე ადგილზე დააყენა, მისი ქონება 14,6 მილიარდ რუბლად შეაფასა. 2016 წელს, გამოცემა „გოროდ 812“-ის თანახმად, ის მოხვდა სანქტ-პეტერბურგის 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[3]

პრიგოჟინმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც „ბოტების ფერმის“ შემქმნელმა. 2016 წლიდან ის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, 2020 წლიდან — ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ[4], 2022 წლიდან — ავსტრალიის, კანადის[5], ახალი ზელანდიისა[6] და იაპონიის.[7] 2022 წლის ივლისში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო ე.ვ. პრიგოჟინისა და „ინტერნეტკვლევების სააგენტოს“ 12 სხვა თანამშრომლის შესახებ ინფორმაციისთვის, სააგენტო დაკავშირებულია შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევასთან.[8] FBI სთავაზობდა ჯილდოს $250,000-მდე მის დაჭერაში დახმარებისთვის[9].

პრიგოჟინმა და მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-უკრაინის ომში.[10] 2022 წელს პრიგოჟინი პირადად ეწვია რუსეთის კოლონიებს, რათა პატიმრები წაეყვანა კსკ „ვაგნერის“ რიგებში ომში მონაწილეობის მისაღებად.[11][12][13] 2023 წლის მაისში პრიგოჟინმა გამოაცხადა უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების შესახებ მისი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, რაც მრავალი სამხედროს სიცოცხლე დაუჯდა და რუსეთის მიღწევა სიმბოლური იყო.[10]

2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია „ვაგნერის“ მებრძოლებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების თავდასხმის შესახებ და აჯანყება წამოიწყო, რასაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა.[14] 24 ივნისის დილას დაქირავებულმა ჯარებმა დაიკავეს დონის როსტოვის ცენტრი და სამხედრო ობიექტები და მოსკოვისკენ აპირებდნენ სვლის გაგრძელებას.[15] ამავე დღის საღამოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გამართა მოლაპარაკებები, რა დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება დეესკალაციის შესახებ.[16]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, პროგოჟინი 2023 წლის 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. რეისი მოსკოვიდან სანკტ-პეტრბურგის მიმართულებით მიფრინავდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი.[17] რუსულმა სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მგაზვრთა სიაში პრიგოჟინიც იყო.[18]

ვაგნერთან დაკავშირებულ ტეკეგრამის არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პროგოჟინი იმყოფებოდა.[19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „СМИ: Евгений Пригожин был на переговорах Шойгу с ливийским маршалом“ (რუსული). Русская служба BBC. 2018-11-09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-25. ციტირების თარიღი: 2019-04-05.
  2. „FBI Adds ‘Putin’s Chef’ to Wanted List, Offers $250K Reward“. The Moscow Times (ინგლისური). 2021-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24.
  3. „Самые влиятельные люди Петербурга - 2016“. 2017-01-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 2017-06-21.
  4. „Великобритания следом за ЕС ввела санкции против бизнесмена Пригожина“. Интерфакс (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-10. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
  5. „Канада вводит санкции против Грефа, Шувалова, Пригожина, Ротенбергов, 351 депутата Госдумы (версия 2)“. SWI swissinfo.ch (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-21. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
  6. New Zealand Ministry of Foreign Affairs and Trade. „Implementation of travel bans on individuals associated with the Russian invasion of Ukraine“. New Zealand Ministry of Foreign Affairs and Trade (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-12-21.
  7. „Япония ввела санкции против 17 граждан РФ. В список вошли основатель «Реновы» Вексельберг, родственники Ковальчука и глава КПРФ Зюганов“. Настоящее время (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-21. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
  8. „Госдеп объявил награду в 10 миллионов долларов за информацию о Евгении Пригожине и «фабрике троллей»“ (რუსული). Meduza. ციტირების თარიღი: 2022-07-29.
  9. YEVGENIY VIKTOROVICH PRIGOZHIN // FBI
  10. 10.0 10.1 Uliana Pavlova,Radina Gigova (2023-06-11). „Wagner chief rejects Russian Defense Ministry efforts to rein in his force“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-06-12.
  11. „Соратники Навального опубликовали видео вербовки заключенных Пригожиным в ИК‑6 Йошкар‑Олы“. Медиазона. 2022-10-14. ციტირების თარიღი: 2022-10-14. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)
  12. „ЧВК «Вагнер» вербует в ростовских колониях заключенных для участия в войне в Украине“. Радио «Свобода». 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2022-10-14. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)
  13. „«Из них такое поперло, что никто не ожидал». Как заключенные реагируют на призывы вступить в «ЧВК Вагнера»“. Русская служба Би-би-си. 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2022-10-14. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)
  14. „Пригожин назвал Шойгу «тварью» и пообещал «восстановить справедливость» в России (а также призвал всех желающих присоединяться). Кажется, к такому не был готов никто Первые реакции. Материал обновляется“. Meduza (რუსული). ციტირების თარიღი: 2023-06-23.
  15. „Пригожин объяснил высшим чинам российской армии, что с ним надо говорить на вы Презрительные переговоры основателя ЧВК с замминистра обороны Евкуровым и замначальника Генштаба Алексеевым. Расшифровка беседы“. Meduza (რუსული). ციტირების თარიღი: 2023-06-24.
  16. „Лукашенко договорился с Пригожиным об остановке движения ЧВК и деэскалации“. Коммерсантъ (რუსული). 24 ივნისი, 2023. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. Seddon, Max (2023-08-23). „Yevgeny Prigozhin was passenger on crashed plane, Russian officials say“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2023-08-23.
  18. „Russland: Privatjet abgestürzt – laut Tass war Prigoschin auf der Passagierliste“. Der Spiegel (გერმანული). 2023-08-23. ISSN 2195-1349. ციტირების თარიღი: 2023-08-23.
  19. „Wagner boss Prigozhin killed in plane crash in Russia“. BBC News (ინგლისური). 2023-08-23. ციტირების თარიღი: 2023-08-23.