ევგენი ზემელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევგენი იაკობის ძე ზემელი, იულიუს იოჰან ზემელი (გერმ. Julius Johann Semmel; რუს. Евгений Яковлевич Земмель) (დ. 1858, ქ. გრონინგენი, ნიდერლანდები, — გ. 1922, თბილისი) — გერმანელი ფარმაცევტი, პროვიზორი-აფთიაქარი. ხანგრძლივად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, სადაც სათავეში ედგა ქალაქის ცნობილ აფთიაქს.

ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც 1876 წელს აფთიაქარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობდა. 1881 წლიდან თბილისში, ჯერ შახპორიანცის აფთიაქში, შემდეგ კი თბილისის სამკურნალო დაწესებულების აფთიაქში მუშაობდა. 1884 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფარმაცევტული განყოფილება. 1885 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ კვლავ სამკურნალო დაწესებულების აფთიაქში მუშაობდა. 1898 წელს თბილისის მთავრობის ნებართვით ოლღას ქუჩისა (ახლანდ. მ. კოსტავას) და ვერის დაღმართის (ახლანდელი მ. ჯავახიშვილის ქუჩა) კუთხეში ზემელმა გახსნა აფთიაქი, რომელსაც 23 წელი ხელმძღვანელობდა და თბილისში მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი იყო (მიმდებარე უბანს არაფორმალურად დღემდე ზემელს უწოდებენ). გარდა აფთიაქისა ზემელს ჰქონდა მცირე საწარმო, სადაც ხილის წვენის სასმელებს ამზადებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.115-116

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]