ზემელის აფთიაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემელის აფთიაქიXIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი აფთიაქი, მდებარეობდა ახლანდელი რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეკუთვნოდა პროვიზორ-აფთიაქარს ევგენი ზემელს. ჰქონდა ოვალური ფორმა (თვით აფთიაქარიც იმავე სახლში ცხოვრობდა). XX საუკუნის 30-იან წლებში რუსთაველის მოედანის გაფართოებასთან დაკავშირებით ეს აფთიაქი აიღეს. მოგვიანებით ამავე ადგილზე იდგა სხვა აფთიაქი, რასაც ტრადიციით კვლავ ზემელის აფთიაქს უწოდებდნენ. ეს უკანასკნელი აიღეს რესპუბლიკის მოედნის მშენებლობის დროს. მიკროუბნის სახელი ზემელი ხალხში დღემდე შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]