შინაარსზე გადასვლა

ედუარდ დრინკერ კოუპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ დრინკერ კოუპი
ინგლ. Edward Drinker Соре
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1840(1840-07-28)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ფილადელფია
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1897(1897-04-12)[4] [1] [5] [2] (56 წლის)
გარდ. ადგილი ფილადელფია
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა გეოლოგი[6] , პალეონტოლოგი[6] , ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, იქთიოლოგი, ანატომი, ბოტანიკოსი, მკვლევარი, herpetologist, ბუნებისმეტყველი და ბოტანიკური კოლექციონერი[7]
მუშაობის ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტი
მეუღლე Annie Pim Cope[8]
მამა Alfred Cope
შვილ(ებ)ი Julia Cope Collins
ჯილდოები ბიგსბის მედალი და ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია
ხელმოწერა

ედუარდ დრინკერ კოუპი (ინგლ. Edward Drinker Соре; დ. 28 ივლისი, 1840 — გ. 12 აპრილი, 1897) — ამერიკელი პალეონტოლოგი და ზოოლოგი, აშშ ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1872). პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი (1886 წლიდან). ამერიკის ნატურალისტთა საზოგადოების პრეზიდენტი (1895 წლიდან). მისი ძირითადი შრომები ეხება ჩრდილოეთ ამერიკის ცარცული და კაინოზოური პერიოდის დანალექების ნამარხ ხერხემლიანებს. აღწერა 1000-მდე ახალი სახეობა. გამოყო სტეგოცეფალების რიგი. მოგვცა თანამედროვე და ნამარხი თევზების ახალი კლასიფიკაცია. ნეოლამარკიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკულ პალეონტოლოგიაში. ორგანიზმების განვითარების მთავარ ფაქტორად მიიჩნევდა ენერგიის განსაკუთრებულ სახეს, ზრდის ძალას ანუ ბათმიზმს.

  1. 1 2 Encyclopædia Britannica
  2. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. SNAC — 2010.
  6. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #116668598 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. Bionomia — 2018.
  8. McGhee G. R. Evolutionary theoretician Edward D. Cope: a Quaker perspective // Proceedings of the Academy of Natural Sciences of PhiladelphiaPhiladelphia: Academy of Natural Sciences of Philadelphia, 2023. — Vol. 168, Iss. 1. — ISSN 0097-3157; 1938-5293doi:10.1635/053.168.0104