შინაარსზე გადასვლა

ეგორლიკსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგორლიკსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ეგორლიკსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
ეგორლიკსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ეგორლიკსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2006-2011

ეგორლიკსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია ეგორლიკის რაიონის სტანიცა ეგორლიკსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ეგორლიკის რაიონი, სტანიცა ეგორლიკსკაია, ლუნაჩარსკის ქუჩა № 26.

გარე სურათები
ეგორლიკსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

1811 წელს სტანცა ეგორლიკსკაიაში ააგეს ხის ეკლესია წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესია აგებული იყო ხის მორებით სამრეკლოს გარეშე, არ ჰქონდა ღობე. ბოძებისგან აგებული ეკლესია მალე დაძველდა.

1827 წელს ეგორლიკსკაიის კაზაკებმა სთხოვეს დონის ატამან დიმიტრი ეფიმის ძე კუტეინიკოვს, რომ მათთვის უსასყიდლოდ გადაეცათ ნოვოჩერკასკის ხის ეკლესია. კაზაკების თხოვნა დააკმაყოფილეს.

ხის ეკლესიის შენება, ქვის ფუნდამენტზე, ღობით და სამრეკლოთი დაიწყეს 1833 წლის 23 აგვისტოს, ხოლო 1837 წლის 24 ოქტომბერს აკურთხეს. ეკლესია მოქმედებდა 43 წელი, სტანიცაში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის გამო ეკლესია მრევლს ვეღარ იტევდა. მრევლში მომწიფდა აზრი იმისათვის, რომ ეთხოვათ ატამან ნიკოლაი ალექსანდრეს ძე კრასნოკუტსკისადმი სოფელში აეგოთ ახალი ქვის ეკლესია.

ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1880 წელს და გაგრძელდა 25 წელიწადი. მშენებლობისათვის თანხის ნაწილი გამოყოფილი იყო სახელმწიფო ხაზინიდან. აგური მოიტანეს სოფელ ლეჟანკიდან, ვაჭარ პარამანაოვის აგურის ქარხნიდან, სამშენებლო სილა და სხვა მასალები სოფელ სრედნი-ეგორლიკიდან. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1906 წელს. ძველი ეკლესია გადასცეს სოფელ კაგალნიცკის.

1906 წელს ახალი სამსაკურთხევლიანი ეკლესია აკურთხეს. ეკლესიას ჰქონდა რვა ზარი და ქორო, რომელიც შედგებოდა 12 ადამიანისაგან. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე აკურთხეს, მარჯვენა საკურთხეველი - მიქაელ მთავარანგელოზისა, ხოლო მარცხენა წმინდა მოწამე ვლასის სახელზე.

1936 წელს ეკლესია დაანგრიეს. ეკლესიის უკანასკნელი ღვთისმსახური იყო მღვდელმონაზონი პეტრე (იამშჩიკოვი), რომელიც 1937 წელს დახვრიტეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტანიცაში მუშაობდა სამლოცველო სახლი. სახლის ეზოში იდგა სამრეკლო. მოგვიანებით სამლოცველო სხვა სახლში გადაიტანეს. მოკლე დროის განმავლობაში სამლოცველოში ექვსი მღვდელი მსახურობდა. 1992 წელს სამლოცველო გადააკეთეს. ეკლესია აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესია აღნიშნავდა ორ მთავარ დღესასწაულს 22 მაისს და 19 დეკემბერს.

1990-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტეს სტანიცაში აეშენებინათახალი აგურის ეკლესია. 1995 წელს დადეს მისი პირველი ქვა. მშენებლობის ადგილზე დააყენეს მართლმადიდებლური ჯვარი.

2002 წელს დაუკვეთეს პროექტი და დაიწყო სახსრების შეგროვება ახალი ეკლესიის ასაშენებლად. ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 2006 წლიდან 2011 წლამდე. 2011 წელს დააყენეს ზარები. 10 ახალი ზარი მიიღეს მეცენატ პავლე პოპოვისაგან.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი გიორგი (ცურკანუ).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]