ებრაელთა ისტორიის არიე მაიმონის სახელობის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არიე მაიმონის სახელობის ებრაელთა ისტორიის ინსტიტუტი (გერმანულად Arye-Maimon-Institut für Geschichte der Juden, შემოკლებით AMIGJ) — ტრირის უნივერსიტეტთან (გერმანია, რაინლანდ-პფალცი) არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

ინსტიტუტი ალფრედ ჰავერკამპის თაოსნობით დაარსდა 1996-97 ზამთრის სემესტრში სახელწოდებით "ებრაელთა ისტორიის ინსტიტუტი" (შემოკლებით IGJ), ხოლო 1998 წლის 4 ნოემბერს კი ამ ინსტიტუტს სახელი შეუცვალეს და მას არიე მაიმონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პატივისცემის ნიშნად ამ მოღვაწის სახელი დაარქვეს.

მიზნები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაელთა ისტორიის არიე მაიმონის სახელობის ინსტიტუტი დაკავებულია ებრაელთა ისტორიის კვლევით. ებრაელთა ისტორიის კვლევითი აქცენტები ქრონოლოგიურად უპირატესად შუა საუკუნეებისა და ადრეული ახალი დროის მონაკვეთებს მოიცავს, ხოლო გეოგრაფიული თვალსაზრისით ცენტრალური და დასავლეთ ევროპის არეალითაა შემოსაზღვრული. სწორედ ამ ფარგლებშია პუბლიკაციებისა გავრცელებისა და ყრილობების ჩატარების, ისევე როგორც სათანადო თემატურ აქტივობათა კოორდინაცია შესაძლებელი.

საერთაშორისო კონტაქტებს შეადგენენ ისრაელში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში მოღვაწე თუ მოქმედი მკვლევარები, ინსტიტუციები.

სხვადასხვა კვლევითი პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილი იყო გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების მიერ დღემდე წარმატებით განხორციელებულა. ამჟამად აქ არაერთ ხანგრლივ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელთა მიზანია შუა საუკუნეების ევროპის ებრაელთა ცხოვრების ამსახველი წყაროების რაც შეიძლება მრავალი სფეროს მომცველი კრებულის პუბლიცირება.

2006 წლიდან ებრაელთა ისტორიის "არიე მაიმონის სახელობის ინსტიტუტი" იმართება დირექტორიის მიერ, სადაც ალფრედ ჰავერკამპთან მას ლუკას კლემენსი ხელმძღვანელობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]