დუსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუსენი — ტანდაბალი ვაშლის სახესხვაობა, რომელსაც იყენებენ საძირედ. საქართველოში დარაიონებულია დუსენი II, რომელიც გვალვაგამძლეა, ღრმად განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს. დუსენზე კარგად იმყნობა ვაშლის ყველა სამრეწველო ჯიში. ნამყენი საშუალო ზრდისაა. დუსენი მრავლდება ვეგეტატიურად — მიწის შემოყრით. ამონაყარს მცირე რაოდენობით იძლევა და ამიტომ სადედე პლანტაციაში მუდმივად უნდა იყოს დაცული ოპტიმალური ტენიანობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]