დურსუნ ბალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დურსუნ ოსმანის ძე ბალაძე (დ. 14 თებერვალი, 1930, სოფ. წყავროკა, ქობულეთის რაიონი — გ. 2004) — ქართველი მათემატიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ ზოგადი მათემატიკის კათედრის პროფესორი (1972-1978), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1978-1991). 1991-იდან ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე. ბალაძის ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს. შემოიღო კოეფივიენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები); განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია); შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით). იყო აჭარის ასრრ X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. ებანოიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 344, თბ., 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]