დრონგოსებრნი
იერსახე
დრონგოსებრნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() შავი დრონგო (Dicrurus macrocercus) | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Dicruridae (Vigors, 1825) | |||||||||||
|
დრონგოსებრნი[1][2] (ლათ. Dicruridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აქვს 25-39 სმ სიგრძის სხეული. შავი, იშვიათად რუხი ბუმბული, მოკლე, მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო, ძლიერი ნისკარტი ფუძესთან უხეში „ჯაგრებით“. გარეთა საჭის ბუმბულები წაგრძელებულია და ბოლოზე მარაოსებურად გაფართოებული. ოჯახში 20 სახეობაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. დრონგოსებრნი იკვებებიან მწერებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 644.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 25, 114, 196.
- ↑ Dicruridae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.