შინაარსზე გადასვლა

პედი კონსიდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედი კონსიდინი

პედი კონსიდინი
დაბადების თარიღი 1973 წლის 5 სექტემბერი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისი
ალმა-მატერი ბრაიტონის უნივერისტეტი
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი.
აქტიური 1999-დღემდე
შვილ(ებ)ი 3

პატრიკ ჯორჯ კონსიდინი (ინგლ. Patrick George Considine დ. 5 სექტემბერი, 1973 წელს) — ინლისელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი. ის ცნობილი გახდა უარყოფითი როლის პერსონაჟების შესრულებით. მიღებული აქვს ბრიტანეთის აკადემიის ორი ჯილდო, სამი Evening Standard British Film Awards, British Independent Film Awards და ვერცხლის ლომი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის 2007 წლის ვენეციის კინოფესტივალზე.

მისი დებიუტი შედგა 1999 წელს, ფილმ „ოთახი რომეო ბრასისთვის“. მოგვიანებით გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა პაველ პავლიკოვსკის ბოლო კურორტი (2000), დოქტორი ძილი (2002), 24 საათიანი წვეულების ხალხი (2002), ამერიკაში (2003), სიყვარულის ჩემი ზაფხული (2004), მკვდარი კაცის ფეხსაცმელი (2004).

მსახიობმა სახელი გაითქვა 2022 წელს გამოსულ სერიალ დრაკონის სახლში, მეფე ვისერის I ტარგარიენის როლის შესრულებით.

ადრეული ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსიდინი დაიბადა ბარტონ ონ ტენტში, სტაფორდშირი, ეს ადგილი დღემდე მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.[1] ის გაიზარდა თავის ძმასთან და ოთხ დასთან ერთად. მისი მამა, მარტინ ჯოზეფ კონსიდინი, ირლანდიელი იყო. 1990 წელს ჩაირიცხა ბერტონის კოლეჯში საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ დიპლომზე, სადაც პირველად შეხვდა შეინ მედოუსს.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[imdb პედი კონსიდინის ბიოგრაფია]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]