დრაგა ობრენოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დრაგა ობრენოვიჩი
Kraljica Draga 11.jpg
სერბეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 აგვისტო, 1900
მმართ. დასასრული: 11 ივნისი, 1903
წინამორბედი: ნატალია ობრენოვიჩი
მემკვიდრე: მარია რუმინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 სექტემბერი, 1866
დაბ. ადგილი: მორავიჩა, სერბეთი
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, 1903, (38 წლის)
გარდ. ადგილი: ბელგრადი, სერბეთი
მეუღლე: 1. სვეტოჟარ მაშინი
2. ალექსანდრე I, სერბეთის მეფე
სრული სახელი: დრაგა მილიჩევიჩ ლუნიევიკა
მამა: პანტელია მილიჩევიჩ ლუნიევიკა
დედა: ანდელია კოლიევიჩი
რელიგია: მართლმადიდებლობა

დრაგა ობრენოვიჩი (სერბ. Драга Обреновић; დ. 11 სექტემბერი, 1866, მორავიჩა, სერბეთი — გ. 11 ივნისი, 1903, ბელგრადი, სერბეთი) — სერბი არისტოკრატი. სერბეთის დედოფალი 1900-1903 წლებში როგორც მეფე ალექსანდრე I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრაგა დაიბადა 1866 წლის 11 სექტემბერს სერბეთში. იგი იყო არანდელოვაკის პრეფექტ პანტელია მილიჩევიჩ ლუნიევიკასა და მისი მეუღლის, ანდელია კოლიევიჩის მეოთხე ქალიშვილი და მეექვსე შვილი შვიდიდან. მას ორი ჰყავდა ორი ძმა: ნიკოლა და ნიკოდიე, და ოთხი და: ჰრისტინა, დინა, ანა და ვოიკა. დრაგას დედა დიპსომანიაკი იყო, ხოლო მამამისი ლუნატიკური ასილუმიით გარდაიცვალა.

უცნობია, თუ როდის დაქორწინდა დრაგა სვეტოჟარ მაშინზე, თუმცა ცნობილია, რომ იგი 1886 წელს დაქვრივდა და მისი პირველი ქმარი თორმეტი წლით უფროსი იყო მეორეზე. ასევე ცნობილია, რომ სვეტოჟარი წარმოშობით ჩეხი იყო, ხოლო საქმიანობით სამოქალაქო ინჟინერი.

დედოფალი დრაგა და მეფე ალექსანდრე

როგორც ცნობილია, დრაგა თავდაპირველად დედოფალ ნატალია ობრენოვიჩის სეფექალი იყო, რა დროსაც გაიცნო პრინცი ალექსანდრე. მას შემდეგ, რაც მეფე მილანი დედოფალ ნატალიას გაშორდა, დრაგა სამეფო კარზე დარჩა, როგორც პრინცის საყვარელი. მოგვიანებით, ალექსანდრემ უარი განაცხადა უცხოელ პრინცესაზე ქორწინებაზე და დრაგაზე დაინიშნა.

1900 წელს, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, დედოფალ დრაგას სერბეთის სამეფო ოჯახისგან გადაეცა მილოშ დიდის სახელობის საპატიო ღირსების ორდენი.

1900 წლის 5 აგვისტოს ალექსანდრე I-მა ცოლად შეირთო დრაგა ობრენოვიჩი, რითაც იგი სერბეთის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ არისტოკრატია და სამეფო ოჯახი, არამედ სრულიად საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა მეფის დრაგაზე დაქორწინებას. სერბებში იგი განიხლიებოდა, როგორც „ბოროტი, მაცდური დედაკაცი, რომელმაც შეიპყრო ახალგაზრდა და სულელი მეფე“. დედა-დედოფალი ნატალია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ ქორწინებას, რის გამოც ალექსანდრე მას გაძევებით დაემუქრა. იყო ჭორებიც, რომ უშვილო ალექსანდრე ტახტის მემკვიდრედ დრაგას ძმის დასახლებას აპირებდა. თავიანთი ხასიათის გამო, დრაგას ორივე ძმა საზოგადოებაში არაპოპულარობით სარგებლობდნენ.

უკანასკნელმა ჭორმა სერბებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც შეთქმულებას ჩაუყარა საფუძველი. 1903 წლის 10 ივნისის ღამეს სერბ ოფიცერთა ჯგუფი შეიჭრა სამეფო სასახლეში კოლონელი დრაგუტინ დიმიტრიევიჩის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად მათ მეფე-დედოფალი ვერ იპოვნეს, თუმცა ისინი მოკვლის მუქარით შეშინებულმა დრაგას მსახურმა გასცათ. როგორც აღმოჩნდა, მეფე და დედოფალი თავიანთი საძინებლის კედელში ჩაშენებულ კარადაში იმალებოდნენ. ასევე არის მოსაზრება, რომ ისინი კი არ გასცეს, არამედ ალექსანდრემ კარი ცუდად დახურა და ოფიცრებმა შეამჩნიეს.

მთვრალმა ოფიცრებმა ნახევრად ჩაცმული მეფე და დედოფალი ძალით გადმოათრიეს კარადიდან და სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ადგილზევე მოკლეს 11 ივნისის გამთენიისას. ამ დროს დრაგა 38 წლის იყო, ხოლო ალექსანდრე 26-ის. ისინი ისე სასტიკად იყვნენ ნაცემები, რომ ცხედრების ამოცნობა გაჭირდა, რაც იმანაც განაპირობა, რომ დახოცილი მონარქების ცხედრები ოფიცრებმა აივნიდან სამეფო ბაღში გადაყარეს. მეორე დღესვე ჩაცხრილეს დრაგას ძმებიც.

1920 წელს დედოფალ დრაგა ობრენოვიჩის ცხოვრებაზე გადაიღეს ავსტრიული მუნჯი ფილმი სახელად „დედოფალი დრაგა“, სადაც მისი როლი მსახიობმა მაგდა სონიამ შეასრულა. 1932 წელს ამერიკელებმა მასზე გადაიღეს ფილმი, სახელად „ქალის ბრძანებები“, რომელშიც დრაგას როლი მსახიობმა პოლა ნეგრიმ შეასრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Краљица Драга Обреновић. Zavod za Udžbenike. 2009. ISBN 978-86-17-16133-8.
  • Vucinich, Wayne S. (2006). Serbia Between East and West. The Events of 1903-1908. ACLS History E-Book Project. pp. 324. ISBN 978-1-59740-242-2.
  • C. L. Sulzberger, The Fall of Eagles, pg. 202, Crown Publishers, New York, 1977.