დონის ნახიჩევანის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
დონის ნახიჩევანის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |
![]() წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 1920-იან წლებში | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°13′24″ ჩ. გ. 39°45′11″ ა. გ. / 47.22333° ჩ. გ. 39.75306° ა. გ. |
ქვეყანა | ![]() |
ადგილმდებარეობა | დონის როსტოვი |
სასულიერო სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1783 |
დონის ნახიჩევანის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (რუს. Церковь Святого Николая; სომხ. Սուրբ Նիկողայոս եկեղեցի) — სომხური მართლმადიდებლური ეკლესია ყოფილ ქალაქ დონის ნახიჩევანში. ეკლესია დაანგრიეს 1930-იან წლებში[1].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა ნიკოლოზის ხის ეკლესია დააარსეს 1781 წელს და აკურთხეს 1783 წლის 10 სექტემბერს[2]. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ეკლესია, რომელიც ააგეს დონის ნახიჩევანში[3]. ქუჩას, რომელზეც მდებარეობდა ეკლესია, ეწოდებოდა „ნიკოლსკის“ ქუჩა (ამჟამად ეწოდება ლისტოპადოვის ქუჩა). რამდენიმე წლის შემდეგ ხის ეკლესიის ადგილზე ააშენეს ქვის ეკლესია, რომელიც მდებარეობდა 1-ლი ხაზისა და 1-ლი უსპენსკის ქუჩის კუთხეში (ამჟამად პროლეტარის ქუჩა)[1].
ეკლესიას ჰქონდა სამი შესასვლელი ოთხკოლონიანი პორტიკებით. მთავარი (დასავლეთის) შესასვლელის თავზე დადგმული იყო სამრეკლო. ეკლესია გუმბათიანი იყო[3]. 1862 წელს ეკლესიას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. XIX საუკუნის ბოლოს კლასიკური გუმბათი შეცვალეს ტრადიციული სომხური რვაკუთხა გუმბათით[3]. 1902 წლის 28 აპრილს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სამრეკლოზე დაკიდეს 650 კგ. წონის ზარი[1].
ეკლესიასთან ფუნქციონირებდა სომხური სასაფლაო, სადაც დაკრძალული იყო რამდენიმე ცნობილი ადამიანი: დეპუტატი ოვანეს აბრამიანი, ქალაქის თავი არუთიუნ ხალიბიანი, ვაჭარი მაგარ აირაპეტიანი - მიქაელ ნალბანდიანის ახლო მეგობარი. 1873 წელს ეკლესიაში მონათლეს მომავალი პოეტი ონოფრიოს ანოპიანი. 1883 წელს საზეიმოდ აღნიშნეს ეკლესიის აშენების 100 წლისთავი[1]. ეკლესიასთან მოქმედებდა დაწყებითი სკოლა. ეკლესიაში ასევე მოქმედებდა ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცული იყო პერგამენტზე დაწერილი საეკლესიო წიგნები[2].
1930-იან წლებში ეკლესია დახურეს. დაიწყეს შენობის თანდათანობით დემონტაჟი[1]. ეკლესიის ნანგრევები საბოლოოდ გაანადგურეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მის ადგილზე კი ააშენეს ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი[3].
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 107—109. — ISBN 5-98155-014-7.
- ↑ 2.0 2.1 Мкртыч Мкртычевич Чорчопьянц. Церкви города Нахичевани-на-Дону. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-08-31.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Евгений Иванович Малаховский. Нахичеванские храмы. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-08-31.