მიქაელ ნალბანდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიქაელ ნალბანდიანი
Mikael Nalbandian2.jpg
დაბ. თარიღი 2 (14) ნოემბერი 1829
დაბ. ადგილი დონის ნახიჩევანი
გარდ. თარიღი 31 მარტი (12 აპრილი) 1866 (36 წლის)
გარდ. ადგილი კამიშინი[1]
დასაფლავებულია დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია
საქმიანობა პოეტი, მწერალი[2] , ლიტერატურათმცოდნე და პროზაიკოსი
ენა სომხური ენა[3]
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
Magnum opus სომხეთის სახელმწიფო ჰიმნი
ხელმოწერა Mikayel Nalbandian signature.jpg

მიქაელ ნალბანდიანი (მიხეილ ლაზარეს ძე ნალბადოვი) (დ. 14 ნოემბერი [ძვ. სტ. 2 ნოემბერი], 1829, დონის ნახიჩევანი, ახლანდელი დონის როსტოვის რაიონი — გ. 12 აპრილი [ძვ. სტ. 31 მარტი], 1866, ქ. კამიშინი) — სომეხი მწერალი, ფილოსოფოსი რევოლუციონერ-დემოკრატი, უტოპისტ-სოციალისტი.

1855–1858 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1858–1860 წლებში თანამშრომლობდა მოსკოვის სომხურ ჟურნალში „ჰიუსისაფაილში“ („ჩრდილოეთის ციალი“). 1860–1862 წლებში იმოგზაურა თურქეთში, ინდოეთში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კონსტანტინოპოლში. სომხურ ჟურნალ „მეღუსთან“ („ფუტკარი“) შექმნა ფარული რევოლუციური საზოგადოება „ახალგაზრდობის პარტია“. ლონდონში დაუახლოვდა ა. გერცენს, ნ. ოგარიოვს, მ. ბაკუნინს დფა სხვებს.

მიქაელ ნალბანდიანი იკვლევდა ფილოსოფიურ, პოლიტეკონომიკურ , ლინგვისტიკის, პედაგოგიურ საკითხებს. ლ. ფოიერბახისა და ნ. ჩერნიშევსკის ანთროპოლოგიური მატერიალიზმის მიმდევარი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი იყო.

მიქაელ ნალბანდიანიკრიტიკული რეალიზმისა და ესთეტიკის მამამთავარია სომხურ ლიტერატურაში. იღვწოდა ახალი სალიტერატურო ენის დანერგვისათვის. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ჰ. ჰაინესა და სხვათა ლექსები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]