დონა ტარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონა ტარტი

დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1963(1963-12-23)[1] [2] [3] [4] [5] (60 წლის)
დაბადების ადგილი გრინვუდი
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[6] და ესეისტი[6]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ბენინგტონის კოლეჯი და Kirk Academy
Magnum opus საიდუმლო ისტორია, პატარა მეგობარი და ჩიტბატონა
ჯილდოები „მეკას“ პრემია და პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის

დონა ლუიზა ტარტი (ინგლ. Donna Louise Tartt; დ. 23 დეკემბერი, 1963) — ამერიკელი მწერალი, პულიცერის პრემიის ლაურეატი (2014) რომანისთვის „ჩიტბატონა“ .

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონა ტარტი დაიბადა 1963 წელს 23 დეკემბერს ქალაქ გრინვუდში (მისისიპი, აშშ) და გაიზარდა პატარა ქალაქ გრინეიდაში. ხუთი წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი ლექსი, პირველად გამოქვეყნდა „მისისიპის ლიტერატურულ მიმოხილვაში“, როდესაც დონა ცამეტი წლის იყო.

1981 წელს იგი მისისიპის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და გახდა გაერთიანება „კაპა კაპა გამას“ წევრი, 1982 წელს კი ლექტორის რჩევით დონა გადავიდა ბენინგტონის კოლეჯში (ვერმონტი, აშშ), რომელიც სპეციალიზირებული იყო „თავისუფალ ხელოვნებაზე“. კოლეჯში სწავლის პერიოდში მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მწერალი და ჟურნალისტი ჯო მაკ-გინისი. 1986 წელს დაამთავრა კოლეჯი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით.

1992 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, „საიდუმლო ისტორია“ (ინგლ. The Secret History), რომელიც გახდა ბესტსელერი და ითარგმნა 24 უცხო ენაზე.[7]

2002 წელს მეორე რომანი გამოქვეყნდა სახელწოდებით „პატარა მეგობარი“ ( ინგლ. The Little Friend).

2013 წელს გამოდის მისი რიგით მესამე რომანი „ჩიტბატონა“ (ინგლ. The Goldfinch). შემდეგ წელს ამ რომანს მიენიჭა პულიცერის პრემია.[8] Warner Bros.-მა და RatPac Entertainment-მა წიგნის გადაღების უფლებები მოიპოვეს.[9][10] 2019 წელს გამოვიდა ფილმი „ჩიტბატონა“.

2014 წლის აპრილში ჟურნალმა Time დონა ტარტი შეიყვანა „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში.[11][12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kuiper K. Encyclopædia Britannica
  2. Discogs — 2000.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Babelio — 2007.
  5. Munzinger Personen
  6. 6.0 6.1 Czech National Authority Database
  7. Елена Бердникова. (2006-09-04) Фабрика нового гуманизма. журнал «Профиль». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  8. 2014 Pulitzer Prizes. pulitzer.org. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.
  9. Warner Bros. экранизирует роман лауреата Пулитцеровской премии Донны Тартт. lenta.ru, 29 ივლისი, 2014.
  10. Роман лауреата Пулитцеровской премии Донны Тартт экранизируют. Интерфакс. 29 ივლისი, 2014.
  11. Журнал Time опубликовал список самых влиятельных людей мира. Интерфакс. 24 აპრილი, 2014
  12. TIME 100: The Most Influential People in the World in 2014. „Time“