დონა დე ვარონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონა დე ვარონა
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ინგლ. Donna Elizabeth de Varona
სრული სახელი ინგლ. Donna de Varona
დაბ. თარიღი 26 აპრილი 1947
დაბ. ადგილი სან-დიეგო, კალიფორნია
გარდ. ადგილი სან-დიეგო კალიფორნია
სიმაღლე 1,68
სპორტი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სპორტი ცურვა
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[1] , International Swimming Hall of Fame, Theodore Roosevelt Award და Al Schoenfield Media Award

დონა დე ვარონა (ინგლ. Donna de Varona; დ. 26 აპრილი 1947, სან-დიეგო, კალიფორნია) — ამერიკელი სპორტსმენი, სპორტული ჟურნალისტი და ფუნქციონერი. თავისი სპორტული კარიერის ფარგლებში დე ვარონამ ცურვაში 18 მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და 18-ჯერ აქვს გამარჯვებული აშშ-ს ჩემპიონატი. აქტიური სპორტული ცხოვრების დასრულების შემდეგ სპორტული პროგრამების წამყვანად, სცენარისტად და პროდიუსერად მუშაობდა, მიიღო „ემის ჯილდო“ და „გრეისის (პრემია). დე ვარონა ქალთა სპორტის ფონდის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და პირველი პრეზიდენტი იყო, ასევე ფიზკური აღზრდისა და სპორტის პრეზიდენტთა სხდომის წევრი, აშშ-ს სენატის კონსულტანტი, აქტიურად შეჰქონდა წვლილი კონგრესის მიღებაში 1972 წელს აშშ-ს შრომით სამართალში IX განყოფილების შესწორებებში, რაც გულისხმობდა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას განათლებისა და შრომით სფეროებში, ხოლო 1978 წელს — სამოყვარულო სპორტის კანონს. დონა დე ვარონა — ცურვის მსოფლიო დიდების დარბაზის წევრი (1969 წლიდან) ისევე, როგორც ქალის დიდების ეროვნული დარბაზის (2003 წლიდან), ოლიმპიური ორდენის ლაურეატი (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

13 წლის ასაკში დონა დე ვარონამ მონაწილეობა მიიღო რომის 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებში, სადაც ყველაზე მცირე წლოვანი მონაწილე იყო[2]; ერთადერთი სახეობა, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო იყო ესტაფეტა 4×100 მეტრი ტალღურ სტილში, სადაც დონამ ასარჩევ ცურვაში მიიღო მონაწილეობა[3]. შემდეგ ოთხ წელიწადში მან 8 მსოფლიო რეკორდი დაამყარა 50 მეტრიანი ბასეინებისთვის (ზურგზე ცურვით, ბატერფლაით და ტალღურ სტილში) და 10 რეკორდი აშშ-ში მოკლე წყალზე (ზოგიერთი მათგანი რამდენიმეჯერ); მსოფლიო რეკორდები 25 მეტრიან ბასეინებში არ ფიქსირდება 1957 წლიდან, მაგრამ დე ვარონას შედეგები მოკლე წყალზე ასევე იყო მსოფლიოში საუკეთესო. ამ წლებში მისი პორტრეტები ჩნდებოდა ჟურნალების ყდებზე ისეთებზე, როგორიცაა Life, Time და Sports Illustrated, ხოლო მთლიანობაში მისი სურათები იმაზე ხშირად იბეჭდებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპორტსმენის. შიდა არენაზე დე ვარონამ აშშ-ს ეროვნული პირველობის 37 მედალი მოიპოვა, მათ შორის 18 ოქრო[4]. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან მოიპოვა ორი ოქროს მედალი — კომპლექსური ცურვის 400 მეტრის დისტანციაზე და ესტაფეტაში 4×100 მეტრი ტალღურ სტილში, სადაც ამ დისტანციაზე აშშ-ს ნაკრებთან ერთად მსოფლიო რეკორდს ამყარებს[3].

უკვე 1965 წელს, 17 წლის ასაკში დე ვერონა ასრულებს გამოსვლებს ბასეინში და იწყებს სპორტული ჟურნალისტის კარიერას, ის ატარებს ტრანსლაციებს ABC-სთვის აშშ-ს მამაკაცთა ჩემპიონატიდან ცურვაში. ის გახდა პირველი ქალი, რომელსაც დავალებული ჰქონდა სპორტული პროგრამის წაყვანა კაბელურ ტელევიზიაში, და ყველაზე ახალგზარდა კომენტატორი სპორტული შეჯიბრებისთვის. 1968 წლიდან 1996-მდე მას მიჰყავდა ექვსი ტრანსლაცია ზაფხულის და სამი ზამთრის ოლიმპირ თამაშებზე ABC-ს არხზე, ხოლო 1998 წელს მონაწილეობდა ტრანსლაციებში ნაგანოს ოლიმპიური თაბაშებიდან TNT-ს არხზე. ასევე მის მიერ არის დაწერილი ჰიდროაერობიკის ნებართვა[5].

სპორტულ ჟურნალისტიკაში მუშაობას დე ვარონა, რომელმაც 1968 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სპეციალობით „პოლიტოლოგია“[6], აქტიურად აკავშირებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან. ის გახდა ერთ-ერთი დაამრსებელი და პირველი პრეზიდენტი ქალთა სპორტის ფონდში, ასევე იყო გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლთა სიაში. მისი ძალისხმევის ფაქტორი იყო, 1972 წელს აშშ-ს შრომით სამართალში IX (ინგლ. Title IX) განყოფილების შესწორება[5], რომელმაც დიდი როლი ითამაშა 1978 წელს სამოყვარულო სპორტის კანონზე, ხოლო 2002—2003 წლებში ის შედიოდა აშშ-ს განათლების სამინისტროს სპორტში ერთნაირი შესაძლებლობების მქონე კომისიაში[2]. დე ვარონა იყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საბჭოს ხუთი შემადგენლობის წევრი, ასევე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდის დროს ოლიმპიური სპორტის საბჭოს წევრი, ისევე როგორც ქალთა საკითხების კონსულტიური კომისიის, პრეზიდენტ ჯიმი კარტერისა და აშშ-ს ოლიმპიური ფონდის დირექტორთა საბჭოს დროს. 1999 წელს ის სათავეში ედგა ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზირების კომიტეტს, რომელიც იმ დროის ყველაზე წარმატებული სპორტული შეჯიბრი გახდა სიტორიაში [5].

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონა დე ვარონას მიღწევები სპორტში, ჟურნალისტიკასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში აღნიშნულია მრავალრიცხოვანი ჯილდოებით. 1964 წლის შედეგების მიხედვით — თავისი ცურვაში ყოფნის სრული ერთი წელიწადის განმავლობაში — ის დასახელებული იყო აშშ-ს ყველაზე გამოჩენილ ქალ-სპორტსმენად, საუკეთესო ამერიკელ მოცურავედ და სან-ფრანცისკოს წლის ქალად, ასევე მიიღო სპორტის ეროვნული აკადემიისა და ჟურნალ „Mademoiselle“-ს ჯილდოები. 1965 წელს ცურვის მსოფლიო დიდების დარბაზის წევრებმა მას „ცურვის დედოფლის“ არაოფიციალური ტიტული მიანიჭეს[4]. ჟურნალმა Sports Illustrated შეიყვანა ის XX საუკუნის ას ყველაზე გამოჩენილ სპორტსმენში[7].

ერთ საათიანი ABC არხის სატელევიზიო გადაცემის „ცეცხლის შემნახველებისთვის“ (ინგლ. Keepers of the Flame), რომელიც მიძღვნილი იყო ოლიმპიური თამაშებისვის, დე ვარონა - ტექსტის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერებიდან ერთ-ერთი დაჯილდოებული იყო „ემის ჯილდოთი“, ხოლო შემდეგში მიიღო პრემია სიუჟეტის შექმნისთვის, 1991 წლის ზაფხული სპეციალური ოლიმპიადის მონაწილეს შესახებ. ამის გარდა, ზედიზედ ორი წელი (2000 და 2001 წლებში) ის იღებდა „გრეისის პრემიას“[5] გადაცემისთვის „დონა დე ავრონა სპორტის შესახებ“ რადიოზე Sporting News[2] , სპორტულ ჟურნალისტიკაში წარმატებების გამო ცურვის დიდების მსოფლიო დაბრბაზისაგან 2001 წელს დე ვარონა გახდა ელ შონფილდის სახელობის პრემიის ლაურეატი[5].

დონა დე ვარნოვას სხვა ჯილდოები გულისხმობენ კიფუტოვის სტიპენდიას, რომელიც მიღებული იყო იელსის უნივერსიტეტისგან 1986 წელს, 1991 წლის ცურვის დიდების მსოფლიო დარბაზის ოქროს მედალიონს, ის მას მიენიჭა, როგორც მისაბაძ ადამიანს მომავალი ნორჩი მოცურავეებისთვის (ის გახდა ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ქალი)[5]; ოლიმპიური ორდენი, რომლის ლაურეატიც დე ვარონა 2000 წელს გახდა[8]; თეოდორ რუზველტის NCAA-ს პრემია[6]. 2003 წელს ის გახდა ქალთა დიდების ეროვნული დარბაზის წერი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.womenofthehall.org/inductee/donna-de-varona/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Donna de Varona. National Women's Hall of Fame. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  3. 3.0 3.1
  4. 4.0 4.1 Donna deVarona (USA). International Swimming Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Al Schoenfield Media Award: 2001 Donna de Varona. International Swimming Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-24. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  6. 6.0 6.1 Donna de Varona '86. UCLA Alumni Association (May 28, 2015). ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  7. Donna de Varona. Women's Sports Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 2017-07-03.